ავტორი:

"ხათუნა ხარჩილავა, რომელმაც ამ ზნედაცემული პატრიარქალური სისტემის გადაწყვეტილებით წოდებული "მეფის" მხილება არ მაპატია და გადაწყვიტა ჩემი ჩაწიხვლა" - ნეკა დოროყაშვილი მოსამართლეს მიმართავს

"ხათუნა ხარჩილავა, რომელმაც ამ ზნედაცემული პატრიარქალური სისტემის გადაწყვეტილებით წოდებული "მეფის" მხილება არ მაპატია და გადაწყვიტა ჩემი ჩაწიხვლა" - ნეკა დოროყაშვილი მოსამართლეს მიმართავს

მას შემდეგ, რაც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო, გამოხმაურებები არ წყდება. განაჩენის გასაჩივრებას აპირებს ნეკა დოროყაშვილი, სპორტსმენის ყოფილი ცოლი, რომელიც საქმეში დაზარალებული მხარე იყო. ნეკა დოროყაშვილმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ დანებებას არ აპირებდა და რეალურ ბრძოლას ახლა იწყებდა. გუშინ, გამამართლებელ განაჩენს გამოეხმაურა ბასილაშვილის გერმანელი მეგობარი ქალი, კარლოტა ელენა, რომელმაც დაწერა, რომ "ქალმა წააგო სასამართლო, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ის ქალია, არამედ იმიტომ, რომ ის სიმართლეს არ ამბობს..."

ნეკა დოროყაშვილმა დღეს კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას მიმართავს და ასევე იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ყოფილი ქმრისგან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა....

ნეკა დოროყაშვილი:

"სულისკვეთება თუ იგი წრფელია, სამარადისოდ განუსჯელი არ დარჩება. მოსიარულე გვამი ქუჩაში, ანდაც რომელიმე მდინარის სანაპიროზე თუკი შეგხვდებოდათ წლების წინ, ეს მე ვიყავი. ტირილი ცრემლიან სახეზე შეშრობილი მიმხმარი ცრემლებით, ნაცრისფრად მოფაკრულ პირისახეზე ღიმილის ნატამალი არ ეტყობოდა. ციმციმა პატარა გოგოს სახეზე თვალები აღარ ელავდნენ. მას ატყუებდა ყველა, ასამარებდა და ცოცხლად მიწას აყრიდნენ წლები.

გონებამიხდილს და დაღლილს ყოველი ახალი დღის შიშით აღარ უნდოდა გამტანჯველი სიბოროტის გაძლება და ვერც ერეოდა მას. შიშის სინქრონში გულისცემა უნელდებოდა ან კიდევ უფრო იმატებდა. უსუსური ჭიდილი ამ ნაბიჯის გადადგმას თანდათან უფრო ართულებდა. ასე გადიოდა წლები. შემდეგ ეს გოგო გაიზარდა და ეს ყველაფერი მოყვა, თქვა და მოინდომა თავი დაეცვა და დაეცვა მისი პატარა შვილი ვამპირებისგან. და მაშინ დაიწყო მეორე ომი. არ აცადეს მონელება და საკუთარი თავის განთავისუფლება, რომ სხვა უფრო დიდმა და ბოროტმა წრემ მისი განადგურება გადაწყვიტეს.

აგრესიის კორიანტელში ცხოვრება თანდათან უსუსურს ხდიდა სამყაროს მის წინაშე, ამ სამყაროში კი ის თავად გათელეს, გათელეს მისი ღირსება და მორალი, ამ დროს წამოდგა, დიახ წამოდგა ფეხზე და გაძლიერდა უპირობოდ გაძლიერებული დაიწყო, დაპირისპირებოდა სუფთა ხელებით გაბოროტებულ ბინძურ სისტემას უთანასწორო ბრძოლაში. სადაც მორალი არ არსებობდა, სადაც ადამიანობის უფლებას გართმევდნენ, სადაც ღირსებას გილახავდნენ, სადაც სიცოცხლეს გისპობდნენ, სადაც სულის გაყიდვას გაბრალებდნენ, სადაც სუნთქვას გიშლიდნენ, სადაც საკუთარი აზრის გამოხატვის გამო გსჯიდნენ, სადაც ყველა მათ ჩადენილ სიბინძურეს შენ გაბრალებდნენ, სადაც პასუხებს მათ ჩადენილ დანაშაულებებზე შენ გთხოვდნენ, სადაც ცხოვრების გაგრძელებაზე სიცოცხლით მოსპობით გემუქრებოდნენ, სადაც ბედნიერების წამოწყების მცდელობასაც გიშლიდნენ, სადაც არსებობას გიზღუდავდნენ, სადაც გამცირებდნენ და ტყუილ ისტორიებს გაიძულებდნენ, დაგებრალებინა, სადაც ბოდიშის მოხდას გთხოვდნენ მათივე გასვრილ ნაძირლულ თამაშებზე, სადაც შენი არსებობით შეწუხებულები განრისხებულები მიწერდნენ, ეს გოგო რით ვერ მოკვდა, რით ვერ მოვკალით, კიდევ ფეთქავს, მოდი, დავირაზმოთ, გადაუაროთო...

არა, არ იცოცხლებს, ბოლომდე დავანარცხოთ მიწაზე და მერეც არ გაჩერდება? - და ბოლოს იყო ერთი ჩემი მონაყოლის პატარა, მაგრამ ყველაზე საინტერესო კულმინაციის ამონარიდი მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა, რომელმაც ამ ზნედაცემული პატრიარქალური სისტემის კიდევ ერთი და ერთ-ერთი გადაწყვეტილებით წოდებული "მეფის" მხილება არ მაპატია და გადაწყვიტა ჩემი ჩაწიხვლა, უფრო მეტიც, ბავშვსაც კი დააბრალა ჩემს სხეულზე დაზიანება და უმოწყალო გადაწყვეტილებით დასაჯა "ქალი" ამ ქვეყანაში?! დასაჯა ქალი და გაასამართლა!!!

მადლობა ქალბატონ ხათუნას, ალბათ, ოდესმე ასე წარსულში მოგიყვებოდით ან მოგიყვებით ჩემს ისტორიას და ალბათ გაღიმებულები ყველა ქალი გადავუხდით ხათუნას ირონიულ მადლობას ისეთივე ირონიით, როგორც ჩვენ დაგვცინა მან, ჩემი ასეთი გამოღვიძებისთვის და ასეთი გაძლიერებისთვის! ქალბატონ ხათუნას კი ვეტყვი ახლა დიდი სიცოცხლის ძალა ჩამბერა ყველამ ერთხმად, ციდან, მრავალმა მოკლულმა მსხვერპლმა, სულმა და ჩვენ ერთად ვაპირებთ სისტემის გადაწყვეტილება არ მივიღოთ, რაშიც გვაიძულებდით ყოფნას!

#აღარმოკლაქალი! კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, მე ვიბრძვი, თქვენთან ერთად დიდი ძალა ვართ, ჩვენ ვერ შეგვეყრება ამ სისტემის ვირუსი, ჩვენ იმ ყველა ნასროლ ტყვიას ავისხლეტთ ერთად, რასაც გვესროდნენ და გვესვრიან ახლა! რატომ ებრძვი ქალს? - ჩვენ ამ ქვეყანაში ადამიანური სრულფასოვანი არსებობის უფლება უნდა მოვიპოვოთ! სიცოცხლის და არსებობის თავისუფლებას ვითხოვთ!!! ნუთუ ეს ბევრია? რომ ვითხოვდეთ. გთხოვ, #აღარმოკლაქალი!!!"

იხილეთ ასევე: