ავტორი:

"ხვიჩას ყველაფერი შეუძლია, იდეალურია და ძალიან კარგი ბიჭია" - სპალეტი კვარაცხელიაზე

"ხვიჩას ყველაფერი შეუძლია, იდეალურია და ძალიან კარგი ბიჭია" - სპალეტი კვარაცხელიაზე

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დაისვენა და იტალიის ჩემპიონატის მე-12 ტურისთვის მეტი შემართებით დაბრუნდა სტადიონზე. "ნაპოლი" სერია "ა"-ს მორიგ უქმეებს ხსნის და "სტადიო მარადონაზე" ლიდერის რანგში "სასუოლოს" დაუპირისპირდა. "კვარა" "ნაპოლის" სასტარტოში იყო და რა თქმა უნდა, ეს ქართველი გულშემატკივრის ინტერესს დღევანდელი მატჩის მიმართ განსაკუთრდებით ზრდიდა. სერია A-ს მე-12 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „სასუოლო“ 4:0 დაამარცხა.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს "მარადონაზე" ქართველი ფეხბურთელის საოცარი შოუ ვიხილეთ.

ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ სეზონში ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 16 მატჩში 8 გოლი, 8 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტია.

მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"ხვიჩას ყველაფერი შეუძლია, იდეალურია და ძალიან კარგი ბიჭია, დღეს დაცვაშიც ბევრი იმუშავა. ზოგჯერ თავდამსხმელები ვერ აცნობიერებენ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს დიდი მანძილის დაფარვას და დაცვითი სამუშაოს შესრულებას, მაგრამ ეს მათ თანაგუნდელებს ძალიან ეხმარებათ.

გუნდის თამაში მომეწონა, ყოველ ჯერზე მეტის გაკეთება უწევთ, რადგან მეტოქეები ორმაგი მოტივაციით ემზადებიან. ასე რომ, მადლობას ვუხდი მათ, შექებას ნამდვილად იმსახურებენ.

ხელიდან ბევრი მომენტი გავუშვით. ორბურთიანი სხვაობით წინ მალევე გავედით და შესაძლოა, სიზუსტის დაკარგვა ამან განაპირობა.

ჩვენ პროფესიონალებისგან შემდგარი ჯგუფი გვყვავს, ბიჭები, რომლებიც მოედანზე სიამოვნებას იღებენ და ამავდროულად სურთ, ყოველთვის გაიმარჯვონ. წარმატების გასაღებიც სწორედ ესაა" - განაცხადა სპალეტიმ DAZN-თან ინტერვიუში.

sportall..ge

ნახეთ ასევე: