ავტორი:

ჯიჯი ჰადიდი და ლეონარდო დიკაპრიო ჰელოუინის წვეულებაზე ერთად შენიშნეს- მათი რომანის შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება

ჯიჯი ჰადიდი და ლეონარდო დიკაპრიო ჰელოუინის წვეულებაზე ერთად შენიშნეს-  მათი რომანის შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება

ლეონარდო დიკაპრიო და ჯიჯი ჰადიდი Circoloco-ს ჰელოუინის უზარმაზარ წვეულებაზე ერთად შენიშნეს. გავრცელებული ხმების მიხედვით, "ტიტანიკის“ ვარსკვლავი მოდელ ბელა ჰადიდთან, ირინა შეიკსა და არტ-დილერ ჰელი ნაჰმადთან ერთად ეწვივნენ წვეულებას. წყაროს თქმით, რომელიც ბრიტანულ გამოცემა Page Six-ს ესაუბრა, ლეოს მთელი საღამო "საშიში ნიღაბი" ეკეთა და მას მხოლოდ სასმელის დალევის დროს იხსნიდა. გავრცელებული ხმების მიხედვით, მსახიობის ნიღაბი ნახევრად მონსტრის, ნახევრად ზომბის იყო.

დიკაპრიო ჰელოუინის სიყვარულითაცაა ცნობილი. ის წვეულებებზე ინკოგნიტოდ ჩნდება, მაგალითად, შარშან გამართულ უზარმაზარ წვეულებაზე ის 100 წლის მამაკაცის ფორმაში გადაცმული მივიდა და ასე გააცურა სტუმრები.

დიკაპრიო და ჯიჯი ჰადიდის ურთიერთობის შესახებ მითქმა-მოთქმა ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო, როცა ისინი მოდის კვირეულის შემდგომ გამართულ წვეულებაზე ერთად შენიშნეს.

ბოლო კვირებია, დიკაპრიო აქტიურად სტუმრობს მოდის ჩვენებებს, რომელშიც ჰადიდი მონაწილეობს. ის 2023 წლის Versace-ს გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებას დაესწრო, შემდეგ კი პარიზის მოდის კვირეულზე შენიშნეს, როგორ ტოვებდა მსახიობი იმავე სასტუმროს, რომელშიც ჯიჯი ჰადიდი რჩებოდა. მიუხედავად გავრცელებული ჭორებისა და ხშირი "პაემნებისა", ოფიციალურ განცხადებას არც დიკაპრიოს და არც ჰადიდის წარმომადგენლები აკეთებენ.

წყარო: pagesix

იხილეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა