ავტორი:

"კვარას" შემდეგ მანქანა კიმ მინ-ჯესაც მოპარეს - რას წერს იტალიური მედია?

"კვარას" შემდეგ მანქანა კიმ მინ-ჯესაც მოპარეს - რას წერს იტალიური მედია?

ხვიჩა კვარაცხელიას მანქანის მოპარვის შემდეგ ნეაპოლში კიდევ ერთი გახმაურებული ქურდობა მოხდა. პარასკევს, 4 ნოემბრის საღამოს, კიმ მინ-ჯეს მანქანა ნეაპოლში, პოსილიპოს რაიონში მოიპარეს. მანქანა ნაპოლის ფეხბურთელის ცოლს ეკუთვნოდა და ქუჩაში, იმ სახლთან იყო გაჩერებული, რომელიც ფეხბურთელმა კორეადან ნეპოლში გადმოსვლის შემდეგ იქირავა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

შესაძლებელია, რომ ამ ორ ეპიზოდზე გამოძიება ერთობლივად გაგრძელდეს. გამომძიებლებს სურთ გაიგონ, მოხდა თუ არა ეს ორი ქურდობა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თუ მათ უკან კრიმინალური დაჯგუფება იმალება. გამოძიების თქმით ორი შემთხვევა ბევრ ეჭვს ტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ხვიჩა კვარაცხელიას 35 ათას ევროდ ღირებული Mini Countryman მოპარეს.

მოპარული ავტომობილი პოლიციამ ძარცვიდან 24 საათზე უფრო ნაკლებ დროში იპოვა. ის სამანქანო გზაზე იყო მიტოვებული.

მედიის ცნობით, არსებობს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ძარცვაა აღბეჭდილი. არსებული ინფორმაციით, ჩანაწერებში ჩანს მძარცველთა ჯგუფი, რომლებიც შენობაში შეიჭრნენ. პოლიცია ცდილობს მათ იდენტიფიცირებას, თუმცა ეს არც ისე მარტივია, რადგანაც როგორც ცნობილია, მძარცველებს სახე შენიღბული ჰქონდათ.

ძარცვა შუაღამით 3:00 საათზე მოხდა, როცა ფეხბურთელს ეძინა და ქურდობის ფაქტი მან მხოლოდ დილით შენიშნა. ქურდები ავტომობილის გარდა არ შეხებიან არც ფულს და არც ფეხბურთელის სხვა პირად ნივთებს.

ნახეთ ასევე: