საქართველოს მოქალაქეებმა ისრაელის მრეწველობის მინისტრის მიწვევის გაყალბება სცადეს

საქართველოს მოქალაქეებმა ისრაელის მრეწველობის მინისტრის მიწვევის გაყალბება სცადეს

საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფმა ისრაელის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის, ბენიამინ ბენ-ელიეზერის მიწვევის გაყალბება სცადა. ამის შესახებ ებრაული გაზეთი "ედიოტ არზონოტი" წერს.

რამდენიმე კაცისგან შემდგარმა ჯგუფმა საქართველოში ისრაელის საელჩოში ვიზის მიღების თხოვნით დოკუმენტები წარადგინა და განაცხადა, რომ მინისტრმა ბენ-ელიეზერმა ისინი პირადად, "მეგობრების რანგში" ფორუმზე მიიწვია, რომელიც თელ-ავივში დღეს იხსნება.

საელჩოში მიწვევის გადამოწმების მიზნით ისრაელის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დაუკავშირდნენ და დაადგინეს, რომ მინისტრს არანაირი "მეგობრული" მიწვევები არ გაუგზავნია. დიპლომატებმა მიწვევის გამყალბებლები ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ