ავტორი:

ევგენი პრიგოჟინი და რამზან კადიროვი როგორც დამოუკიდებელი მოთამაშეები?  - როგორ გაიზარდა მათი გავლენა და რამდენადაა პუტინი მათზე დამოკიდებული

ევგენი პრიგოჟინი და რამზან კადიროვი როგორც დამოუკიდებელი მოთამაშეები?  - როგორ გაიზარდა მათი გავლენა და რამდენადაა პუტინი მათზე დამოკიდებული

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოქმედებები უკრაინაში დამოკიდებულია კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინისა და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ძალებზე. ამის შესახებ საუბარია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მიერ გამოქვეყნებულ ბოლო მოხსენებაში.

  • მათი ცნობით, ბოლო დროს ძლიერდება "ვაგნერის“ გავლენა როგორც რუსეთზე, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე. "ვაგნერი" ატარებს პოლიტიკას, რომლითაც ჩანს უფრო მეტად პირადი ინტერესებისა და გავლენის გაზრდის მცდელობა.

"ვაგნერის" დამაარსებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა 6 ნოემბერს დაადასტურა, რომ "ვაგნერი" ხსნის სასწავლო და მართვის ცენტრებს სახალხო მილიციისთვის კურსკისა და ბელგოროდის რაიონებში, რომლებიც არ დაექვემდებარებიან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს.

გარდა ამისა, ISW-ის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ქმედებებზე და აღნიშნულია, რომ თავის მხრივ, კადიროვიც გავლენის სფეროების გაზრდას ცდილობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. "უკრაინის წინააღნდეგობის ცენტრში" აღნიშნავენ, რომ კადიროვი და მისი საველე მეთაურები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბიზნეს ქსელებს აფართოებენ.

  • ანალიტიკოსების აზრით, პრიგოჟინიც და კადიროვიც რუსეთში დამოუკიდებელ ფიგურებად რჩებიან იმის გამო, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები გარკვეულწილად, მათზეა დამოკიდებული.

"ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ჟურნალისტები ხშირად ეკითხებიან პრიგოჟინს თავისი ამბიციების შესახებ. საზოგადოებაში არსებობს წარმოდგენა ხელისუფლებაში მისი შესაძლო მოსვლის შესახებ, თუმცა თავად პრიგოჟინმა ეს უკვე არაერთგზის უარყო.

  • ანგარიშში ასევე ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ რუსულმა ძალებმა თითქმის ამოწურეს მაღალი სიზუსტის იარაღის სისტემის არსენალი, მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვთ ავიაციაში და მათთვის ახლა მთავარია, შეინარჩუნონ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების მიმდინარე ტემპი.

ნახეთ ასევე: