ავტორი:

"რუსი ოლიგარქის შვილი, რომელიც მამის ბიზნესინტერესებს წარმოადგენს" - რა არის ცნობილი პაველ კოპილკოვზე, რომელიც თბილისის ცენტრში საქართველოს უხამსად მოიხსენიებდა

"რუსი ოლიგარქის შვილი, რომელიც მამის ბიზნესინტერესებს წარმოადგენს" - რა არის ცნობილი პაველ კოპილკოვზე, რომელიც თბილისის ცენტრში საქართველოს უხამსად მოიხსენიებდა

მობილიზაციისგან თავის დასაღწევად სამშობლოდან გამოქცეულმა რუსმა პაველ კოპილკოვმა გასულ შაბათს, პროვოკაცია მოაწყო. ახალგაზრდა მარჯანიშვილის მოედანზე იდგა და საქართველოს უხამსი სიტყვებით მოიხსენიებდა. პოლიციამ ის ადგილზე დააკავა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, კოპოლკოვს დაკავებამდე ორი მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა, მიზეზი მის მიერ ქვეყნის გინება და შეურაცხყოფა გახლდათ. ვიდეოს გავრცელების შემდეგ, გაჩნდა ვერსიები, მათ შორის სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ახალგაზრდა ფსიქიკურად დაავადებული იყო, თუმცა ის ამჟამად უკვე იდენტიფიცირებულია.

მედიის ცნობით, პაველ კოპოლკოვი წვრილმანი ხულიგნობისა და კანონის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა მან მცხეთის იზოლატორი რამდენიმე საათში დატოვა.

პაველ კოპილკოვი 1993 წელს დაიბადა. აქტიურია მისი ინსტაგრამის, ვკონტაქტესა და ფეისბუქის გვერდები. მუდმივ საცხოვრებლად მითითებული აქვს მოსკოვი. როგორც გაირკვა ეს არ არის მისი პირველი "მეგობრული“ ვიზიტი საქართველოში. ის აქ ხშირად ჩამოდიოდა, თუმცა 2021 წლის ბოლოდან, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ რამდენჯერმე ჩამოვიდა. როგორც მისი "ფეისბუქის" გვერდიდან ჩანს, უყვარს მოგზაურობა, ნამყოფია ჰოლანდიაში, შტატებში, გერმანიაში, საბერძნეთში და ისლანდიაშიც. თუმცა საქართველოში ყოფნის პერიოდზე არაფერს წერს.

"ჩვენი წყარო აღნიშნავს, რომ დაახლოებით ზაფხულის ბოლოს, კოპილკოვი საქართველოში დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდა. უფრო მეტიც, არსებული ინფორმაციით, იგი მამის, ბიზნესმენ ალექსანდრე კოპილკოვის ბიზნეს ინტერესებს წარმოადგენს" - წერს უკრაინული მედია.

რატომ მოიქცა ასე კოპოლკოვი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ აწყობდა ყურადღების მიქცევა? - ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რადგან მის ბიოგრაფიას თუ გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ "კოპილკოვის ოჯახი FSB-სთან და კრემლთან არის დაკავშირებული".

პაველ კოპილკოვი მამასთან ერთად

პაველის მამა, 53 წლის ალექსანდრე კოპილკოვის შესახებ ცნობილია, რომ ის არის რუსი ბიზნესმენი და ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული სამშენებლო კომპანიის MIC-ის თანადამფუძნებელი. ეს უკანასკნელი ცნობილია რუსეთის არმიის სამთავრობო კონტრაქტებში მონაწილეობითა და სხვა ოლიგარქებთან თანამშრომლობით (მაგალითად, ალიშერ უსმანოვი, პუტინის ახლო წრის წევრი და ევროკავშირისა და აშშ-ს პირადი სანქციების სუბიექტი).

ნახეთ ასევე: