ავტორი:

ეგვიპტეში აღმოაჩინეს საიდუმლო გვირაბი, რომელმაც შესაძლოა, მეცნიერები კლეოპატრას სამარხამდე მიიყვანოს

ეგვიპტეში აღმოაჩინეს საიდუმლო გვირაბი, რომელმაც შესაძლოა, მეცნიერები კლეოპატრას სამარხამდე მიიყვანოს

არქეოლოგებმა, ეგვიპტეში, Taposiris Magna-ს სალოცავის ქვეშ, უძველესი "საიდუმლო გვირაბი" აღმოაჩინეს, რომელსაც მათი ვარაუდით, დედოფალ კლეოპატრას სამარხთან უნდა მივყავდეთ.

ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტროში განაცხადes, რომ უზარმაზარი გვირაბი ეგვიპტელ-დომინიკელმა არქეოლოგებმა ალექსანდრიის დასავლეთით, Taposiris Magna-ს ტაძრის ტერიტორიის გათხრებისას იპოვეს.

ეგვიპტის არქეოლოგიის უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივნის, დოქტორ მუსტაფა ვაზირის თქმით, მიწიდან 12 მეტრის სიღრმეში გაყვანილი გვირაბის ჭერის სიმაღლე 2 მეტრამდეა, მისი სიგრძე კი 1.3 კმ-ია.

სალოცავის ტერიტორიაზე ჩატარებული ადრეული გათხრებისას მონეტები აღმოაჩინეს, რომლებზეც დედოფალ კლეოპატრასა და ალექსანდრე დიდის სახელები იყო ამოტვიფრული. აქვე იყო დამარხული ეგვიპტური ღმერთის, ოსირისის ქანდაკებაც.

ზოგ მკვლევარს სჯერა, რომ გვირაბს კლეოპატრას სამარხამდე მივყავართ.

Taposiris Magna-ს ტაძარი

როლანდ ენმარხი, ლივერპულის უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგიის ფაკულტეტის უფროსი ლექტორი აცხადებს, რომ ტერიტორია, სადაც გვირაბი აღმოაჩინეს, მნიშვნელოვანი რელიგიური ადგილი იყო, რომელიც ძვ.წ. III საუკუნეში დაფუძნდა. "ეს უშველებელი გვირაბი საოცარი აღმოჩენაა, თუმცა, მისი ფუნქცია ჯერ კიდევ დასადგენია.

თუ დედოფალი კლეოპატრა ნამდვილად აქაა დამარხული ეს ამაღელვებელი და მოულოდნელიც კი იქნება“, - აცხადებს ენმარხი.

წყარო:nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა