ავტორი:

"იძულებული ვიყავი დამეტოვებინა ქვეყანა" - რას წერს ჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძე?

"იძულებული ვიყავი დამეტოვებინა ქვეყანა" - რას წერს ჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძე?

თორნიკე კვერენჩხილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო იძულებით დატოვა. მიზეზი კი წართმეული პროფესიაა. ჟურნალისტი ბოლოს "ტვ პირველზე“ მუშაობდა, საიდანაც რამდენიმე თვეა, რაც წამოვიდა. მაშინ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ტელევიზია აღარ აინტერესებდა.

"არხს არ აქვს მნიშვნელობა, ზოგადად ახლა მედიაში ყოფნის აზრს ვერ ვხედავ. სახელმწიფო აღარ გვაქვს, მედია სულ სხვა ველში გადაიყვანეს, მისი მარგინალიზაცია მოახდინეს, - პოლიტიკური განცხადებები ვაკეთეთ... არასწორმა, დანაშაულებრივმა პოლიტიკამ მოგვიკლა ლექსო ლაშქარავა. მედიის განადგურების მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. არასწორ სახელმწიფოსა და მარაზმში ვცხოვრობთ... ამიტომ, სჯობს სხვა რამე ვაკეთო. შვილები მყავს და მათ მეტ დროს დავუთმობ. ირგვლივ მიმოიხედეთ, ადამიანები როგორ არიან, - ამას მოქალაქეების თვალით შეხედეთ. ყველაფერი ნაგავსაყრელად აქციეს... ადამიანები, ვინც ოპოზიციაში არიან, ამბობენ, რომ რაღაცას აპირებენ, საბოლოოდ, ვერაფერსაც ვერ ამბობენ და აკეთებენ... ყველაფერი გაუფასურებულია. ამ ეტაპზე პოლიტიკოსებთან კომუნიკაციის აზრს ვერ ვხედავ. პროცესს გულწრფელობა აკლია...“ - ამბობდა კვერენჩხილაძე...

ინტერვიუში ასევე აღშნიშნავდა, რომ ძმასთან ერთად ჟოლოს ბაღი გააშენა და წელს, პირველი მოსავალიც მიიღეს. თუმცა როგორც ჩანს, აგრობიზნესში გადანაცვლებულმა ჟურნალისტმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

თორნიკე კვერენჩხილაძე;

"გამარჯობა! ეს ჩემი ტიკ-ტოკ გვერდია. ეს არის ერთ-ერთი პლატფორმა, რომელზეც გამოვჩნდები... "იუთუბსაც“ იმას ვიზამ. ღირსეული კამერა მჭირდება და თქვენი დახმარებაა საჭირო. გააგებინეთ ერთმანეთს, რომ ტელეფონსა და პლანშეტში გადავინაცვლე...

ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ ტელევიზორში გამოვჩნდე. ტელევიზორი საქართველოში დავტოვე! წართმეულ პროფესიასთან ერთად. იძულებული ვიყავი დამეტოვებინა ქვეყანა. ახლა ევროპის მასშტაბით გადავაადგილდები. ეს შანსია რეალიზების, შემეცნებისა და გაზრდის. კონტენტი მრავალფეროვანი იქნება. იმედი მაქვს, ბევრი რამის ჩვენებას მოვახერხებ. დიდება თქვენ..."

იხილეთ ასევე: