ავტორი:

"მეუბნება, - შენ არა, სოფო, მეო...თვითონ უნდა რომ იმღეროს, მე არ მამღერებს" - რას ჰყვება სოფო ნიჟარაძე ქალიშვილზე?

"მეუბნება, - შენ არა, სოფო, მეო...თვითონ უნდა რომ იმღეროს, მე არ მამღერებს" - რას ჰყვება სოფო ნიჟარაძე ქალიშვილზე?

მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ "მთავარ არხზე" ლელა წურწუმიას გადაცემაში ქალიშვილზე - ალისკაზე ისაუბრა. მომღერალი ამბობს, რომ თავიდან ეგონა ბავშვს სმენა არ ჰქონდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, გოგონას სმენა აქვს და მელოდიებს სწორად იმეორებს.

სოფო ნიჟარაძე:

"თავიდან ვფიქრობდი, რომ სმენა არ ჰქონდა, მაგრამ სულ მეჩხუბებოდნენ, - ორი წლის ბავშვს რა შეამჩნიეო. არადა, მანამდე დედა მეუბნებოდა, რომ ამ ასაკში უკვე ვმღეროდი. მერე დედამ მითხრა, - არა, გატყუებდიო... მოლოდინი მქონდა, რომ ჩემ შვილსაც სიმღერა უფრო ადრე უნდა დაეწყო, ვიდრე ლაპარაკი. აღმოჩნდა, რომ აქვს სმენა, მელოდიებს, რასაც უსმენს. სწორად ჰყვება. რაც შეეხება ჩემ სიმღერას, - არ მამღერებს, მეუბნება, - შენ არა, სოფო, მეო...თვითონ უნდა რომ იმღეროს, მე არ მამღერებს

ჩემი მომავალი გეგმები თეატრს და სიმღერებს უკავშირდება. სრულფასოვნად უნდა დავუბრუნდე ჩემ პროფესიას. დიდი პაუზა გამომივიდა. ძალიან კარგი პაუზა იყო, ყველაზე საუკეთესო რაც შეიძლებოდა ყოფილიყო".

იხილეთ ასევე: