ავტორი:

"პრინცესა" ჩრდილოეთ კორეიდან და კიმ ჩენ ინის მემკვიდრე - დიქტატორი ბალისტიკური რაკეტის გაშვებისას ქალიშვილთან ერთად მივიდა და ის მსოფლიოს გააცნო (ფოტოები)

"პრინცესა" ჩრდილოეთ კორეიდან და კიმ ჩენ ინის მემკვიდრე - დიქტატორი ბალისტიკური რაკეტის გაშვებისას ქალიშვილთან ერთად მივიდა და ის მსოფლიოს გააცნო (ფოტოები)

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მსოფლიოს თავისი ქალიშვილი წარუდგინდა. დიქტატორი პირველად გამონდა შვილთან ერთად და ამით დაადასტურა დიდი ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია გოგონას არსებობის შესახებ.

არსებული ცნობით, გოგონას კიმ ჩუ აე ჰქვია და ის დაახლოებით, 12-13 წლის არის. კიმი ქალიშვილთან ერთად საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გაშვებისთვის თვალის მისადევნებლად მივიდა. მას თან ახლდა მეუღლე, რი სოლ ჯუ.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე აღბეჭდილია ხელიხელჩაკიდებული მამა-შვილი, რომლებიც რაკეტის გაშვებაზე დასაკვირვებლად მიემართებიან.

  • კიმ ჩენ ინის ქალიშვილის გამოჩენამ ამ ქვეყნის საკითხზე მომუშავე ანალიტიკოსები ბალისტიკური რაკეტის გაშვებაზე მეტად დააინტერესა, რადგან ეს შესაძლოა, ბევრს ამბობდეს დიქტატორული რეჟიმის მომავალზე და ბირთვული იარაღის პროგრამაზე.

"ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გოგონა აირჩიეს კიმ ჩენ ინის მემკვიდრედ და ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა, სწორედ მან მართოს ჩრდილოეთ კორეა? სავსებით შესაძლებელია.

ჩრდილოეთ კორეას საოჯახო დინასტია მართავს და დიქტატორის გამოჩენა შვილთან ერთად, ჩრდილოეთ კოერეისთვის უმნიშვნელავანეს დღეს, შესაძლოა, მიანიშნებდეს, რომ კიმს სურს, მომავალში მართვის სადავეები ხელში მისმა ქალიშვილმა აიღოს", - წერს BBC-ი

გამოცემის ცნობით, გოგონას გამოჩენა ბალისტიკური რაკეტის გაშვების დროს, შესაძლოა, იმის შესახებ მიანიშნებდეს, რომ ერთ დღეს ის ითამაშებს დიდ როლს ქვეყნის შეიარაღები განვითარებაში. კიმ ჩემ ინმა ახლახან განაცხადა, რომ ის არ დათმობს ბირთვულ იარაღს, ახლა კი ქალიშვილთან ერთად საკონტინენტთაშორისო რაკეტის გაშვებაზე მისვლით მსოფლიოს დაანახა - ჩრდილოეთ კორეა არ იტყვის უარს ბირთვულ შეიარაღებაზე და ეს სამომავლოდ, როცა ხელისუფლების სათავეში სხვა თაობა მოვა, კვლავ ასე გაგრძელდება და არაფერი შეიცვლება.

  • პირველად ჩუ აე-ს არსებობის შესახებ 2013 წელს გავრცელდა ინფორმაცია მას შემდეგ, რაც ვეტერანი ამერიკელი კალათბურთელი, დენის როდმანი ჩრდილოეთ კორეაში სამოგზაუროდ ჩავიდა.

როდმანმა თქვა, რომ დრო გაატარა კიმის ოჯახთან ერთად და ხელში აიყვანა კიმის შვილი, ჩუ აე. ექსპერტები ამბობენ, რომ კიმ ჩენ ინს შესაძლოა, სამი შვილი ჰყავდეს - ორი გოგონა და ერთი ვაჟი, რომელთაგან უფროსი ჩუ აეა.

მაგრამ დიქტატორი უკიდურესაც ასაიდუმლოებს ინფორმაციას ოჯახის შესახებ. ინფორმაცია მისი მეუღლის, რუ სოლ ჯუს შესახებაც მკაცრად იყო გასაიდუმლოებული, წყვილის ქორწინებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში.