ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცესი დახურულ ფორმატში გაიმართა.
პროკურორის განმარტებით, ბრალდებულმა დანაშაულის ის ნაწილი, სადაც ცივი იარაღის გამოყენებას ჰქონდა ადგილი, აღიარა.
შეგახსენებთ, ზუგდიდში, 20 ნოემბერს 14 წლის ბიჭი მოკლეს. შემთხვევა მესხიძის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სტადიონთან მოხდა. მოზარდს ჭრილობები ცივი ჰქონდა მიყენებული. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ასევე იხილეთ: