ავტორი:

"ეზოდან გასვლის დროს ჯერ მე მესროლა სამი ტყვია, მანქანას ამოვეფარე. მერე გუჯას ესროლა... რატომ გააკეთა ეს, არ ვიცი" - რას ჰყვება ხარაგაულში მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი მამაკაცი

"ეზოდან გასვლის დროს ჯერ მე მესროლა სამი ტყვია, მანქანას ამოვეფარე. მერე გუჯას ესროლა... რატომ გააკეთა ეს, არ ვიცი" - რას ჰყვება ხარაგაულში მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი მამაკაცი

ხარაგაულში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი მამაკაცი, ირაკლი კიკნაძე აცხადებს, რომ არ იცნობდა იმ პირს, ვინც გაისროლა. მისი თქმით, გასროლამდე კამათი არ ყოფილა.

როგორც დაჭრილი აცხადებს, მამაკაცმა ეზოდან გასვლის შემდეგ გაისროლა და შემდეგ თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა.

"იმ ადამიანს არ ვიცნობდი, ახლობელს მოყვა. კამათი არ ყოფილა, რამდენიმე ჭიქა დალიეს, ეზოდან გასვლის დროს, ჯერ მე მესროლა სამი ტყვია, მანქანას ამოვეფარე. მერე გუჯას ესროლა, შემდეგ მიიმალნენ. რატომ ისროლა არ ვიცი და იარაღით თუ იყო, არც ეგ ვიცოდით“, - განაცხადა ირაკლი კიკნაძემ.

ხარაგაულში მომხდარი დაპირისპირების დროს ერთი მამაკაცი დაიღუპა, მეორე დაიჭრა.

ასევე იხილეთ: