Cadillac Urban Luxury Concept

Cadillac Urban Luxury Concept

ლოს ანჯელესის საერთაშორისო ავტოსალონისთვის ამერიკულმა კომპანიამ Cadillac კომპქატური ჰიბრიდომობილი წარმოადგინა. სიახლის სახელია Urban Luxury Concept-ი.

სიახლის გაბარიტული სიგრძე 1835მმ-ია, საბორბლე ბაზა 2467მმ, სიგანე 1730მმ ხოლო სიმაღლე 1446მმ-ია. ავტომობილის დიაზაინი შესრულებულია  Art & Science სტილში და საკმაოდ "თამამი" წინა ხედით გამოირჩევა, ასევე კარებით, რომელიც ვერტიკალურად იღება და დიდი, 19 დიუიმიანი ბორბლებით.

კონცეპტის სალონი ტყავითა და ხის ელემენტებით არის გაფორმებული, აქვეა რამდენიმე ალუმინის დეტალიც.

რაც შეეხება სიახლის ჰიბრიდულ სიმძლავრეს: Cadillac Urban Luxury აღჭურვილია სამცილინდრიანი ტურბოძრავითა და სისტემით სტარტ/სტოპ, ასევე ელექტროძრავით, რომელიც რობოტიზირებულ ტრანსმისიასთან არის შერწყმული. ავტომობილის მიერ საწვავის მოხმარების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. მხოლოდ 4 ლიტრი - 100 კმ-ზე.

კოკა კვირკველია

რადიო "პალიტრა"

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)