ავტორი:

"რამდენიმე წუთის წინ თერჯოლაში კიდევ ერთი ქალი მოკლეს… ქალთა მიმართ ძალადობა ყველაფერს ქართულს ეწინააღმდეგება!" - რას წერს გიორგი გახარია

"რამდენიმე წუთის წინ თერჯოლაში კიდევ ერთი ქალი მოკლეს… ქალთა მიმართ ძალადობა ყველაფერს ქართულს ეწინააღმდეგება!" - რას წერს გიორგი გახარია

თერჯოლაში მომხდარ ფემიციდის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება ექსპრემიერი გიორგი გახარია.

"რამდენიმე წუთის წინ თერჯოლაში კიდევ ერთი ქალი მოკლეს…ქალთა მიმართ ძალადობა ყველანაირ ღირებულებას, ნორმას, ტრადიციას და ყველაფერს ქართულს ეწინააღმდეგება! 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა." - წერს გახარია "ფეისბუქში".

რამდენიმე საათის წინ თერჯოლაში შემზარავი ფაქტი მოხდა. 37 წლის თამილა ლილუაშვილს ყოფილმა ქმარმა ბენზინი გადაასხა და თვითმხილველების თვალწინ დაწვა. შემთხვევა მაღაზიათა ქსელ "მაგნიტში" მოხდა, სადაც გარდაცვლილი მენეჯერად მუშაობდა.

ქალი ცეცხლის ალში ადგილზევე დაიწვა.

ასევე იხილეთ: