ავტორი:

"მან ვერ გათვალა რა უნდა გაეკეთებინა... მისი სიკვდილი არასოდეს უნდოდა, გაგიჟებით უყვარდა" - რას ამბობს თერჯოლაში, ყოფილი ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის დედა

"მან ვერ გათვალა რა უნდა გაეკეთებინა... მისი სიკვდილი არასოდეს უნდოდა, გაგიჟებით უყვარდა" - რას ამბობს თერჯოლაში, ყოფილი ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის დედა

გუშინ, თერჯოლაში ყოფილი ცოლის განსაკთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის, ლეონიდ ზვიადაძის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ყოფილი მეუღლის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.

"ჯავრობდა დღე და ღამე, რომ ცოლ-შვილი სახლში არ ჰყავდა, ვერ ისვენებდა. მან ვერ გათვალა ის, რაც უნდა გაეკეთებინა... მას მისი სიკვდილი არასოდეს უნდოდა, გაგიჟებით უყვარდა. სამსახურში, სახლში აკითხავდა. იღებდა ის გოგო ამას (ყოფილ ქმარს) სახლში, მაგრამ მშობლები უშლიდნენ. ეს ჰყავდათ საუკეთესო გოგო. ფიზიკურ შეურაცხყოფას არ აყენებდა, მაგრამ სიტყვიერად კი კამათობდნენ", - აცხადებს "მთავარ არხთან" ბრალდებულის დედა.

გუშინ, გვიან ღამით, თერჯოლაში შემზარავი დანაშაული მოხდა. 37 წლის თამილა ლილუაშვილს ყოფილმა ქმარმა ბენზინი გადაასხა და თვითმხილველების თვალწინ დაწვა. ქალი ადგილზევე დაიღუპა ფაქტის შემსწრეები ცდილობდნენ მას მიშველებდნენ, თუმცა უშედეგოდ. სხეულის 60-70%-იანი, მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობა მიიღო თავად მოძალადემაც... ამჟამად ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ასევე იხილეთ: