ავტორი:

"ახლა მაინც ამოიღოს ხმა საპატრიარქომ და დაგმოს ქალზე ძალადობა!... იმედია მასზე მაინც არ იტყვიან, გამომწვევად ეცვაო" - რას წერს ბაია პატარა ხაშურში მომხდარ ფაქტზე?

"ახლა მაინც ამოიღოს ხმა საპატრიარქომ და დაგმოს ქალზე ძალადობა!... იმედია მასზე მაინც არ იტყვიან, გამომწვევად ეცვაო" - რას წერს ბაია პატარა ხაშურში მომხდარ ფაქტზე?

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეხმაურება ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარ უმძიმეს ფაქტს, რა დროსაც 2 პირი მონასტერში დაყაჩაღების მიზნით შეიჭრა. ის საპატრიარქოს მუწოდებს, ფაქტი დაგმოს.

"გაუპატიურებული მონაზონი ქალი 70 წლისა ყოფილა და ისე სასტიკადაა ნაცემი, რომ კატასტროფის მანქანას თბილისში გადმოყავს. ახლა მაინც ამოიღოს ხმა საპატრიარქომ და დაგმოს ქალზე ძალადობა!

პ.ს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქმრისგან ცემა და გაუპატიურება უკეთესი ვარიანტია, მწარედ ცდება.პ.პ.ს. და საერთოდ, რა ჯოჯოხეთში ვაცხოვრებთ ქალებს?! ხო, იმედია მასზე მაინც არ იტყვიან, გამომწვევად ეცვა და ღამე მონასტერში რა უნდიდა, მისივე პროვოცირებულიაო" - წერს პატარაია.

ცნობისთვის,ხაშურის მუნიციპალიტეტში დედათა მონასტერში, ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარ ფაქტზე შსს- ორი პირი დააკავა. მათ ბრალად 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ.

ნახეთ ასევე: