ავტორი:

"მამამისზე საუბრისას, ედუარდ სააკაშვილმა ძლივს შეიკავა თავი, რომ ცრემლები არ მორეოდა... აღფრთოვანებული ვარ ამ ახალგაზრდა კაცით!" - რას წერს იაგო კაჭკაჭიშვილი ექსპრეზიდენტის ვაჟზე

"მამამისზე საუბრისას, ედუარდ სააკაშვილმა ძლივს შეიკავა თავი, რომ ცრემლები არ მორეოდა... აღფრთოვანებული ვარ ამ ახალგაზრდა კაცით!" - რას წერს იაგო კაჭკაჭიშვილი ექსპრეზიდენტის ვაჟზე

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაჟის, ედუარდ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, აღფრთოვანებულია ედუარდ სააკაშვილით და მისი დამოკიდებულებით მამის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიმართ.

"ერთ-ერთი ყველაზე რთულად მისაღწევი ამ ცხოვრებაში სიყვარულისა და მიუკერძოებლობის შეთავსება მგონია. როგორც წესი, ვინც გვიყვარს, მათ მიმართ ტენდენციურები ვართ. გუშინ, ინგა გრიგოლიასთან, მამამისზე საუბრისას, ედუარდ სააკაშვილმა ძლივს შეიკავა თავი, რომ ცრემლები არ მორეოდა. და, მიუხედავად ამისა, არ დაუკარგავს "დაუინტერესებელი მჭვრეტელის“ პოზიცია.

მანამდე, მისი ინტერვიუ წავიკითხე ნეტგაზეთთან: „თუ საზოგადოების ნაწილში არსებობდა მოთხოვნილება, რომ მის მიმართ ყოფილიყო რაღაც ტიპის შურისძიება, ანგარიშსწორება, დასჯა, ამ ადამიანებმა საკუთარ მიზანს უკვე მიაღწიეს.“ძალიან ძნელია, საყვარელი ადამიანის განსაცდელზე ისე ილაპარაკო, რომ სიმძიმის ცენტრი სხვის ბრალეულობაზე არ გადაიტანო. მე აღფრთოვანებული ვარ ამ ახალგაზრდა კაცით!" - წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.

ასევე იხილეთ: