ავტორი:

"ხვალ მორიგი აბსურდის თეატრია... ვერ წარმოიდგენთ, როგორი რთული სანახავია ადამიანი, რომელსაც სინანულის ნატამალი არ აქვს" - რას წერს ნიკო კვარაცხელიას დედა?

"ხვალ მორიგი აბსურდის თეატრია... ვერ წარმოიდგენთ, როგორი რთული სანახავია ადამიანი, რომელსაც სინანულის ნატამალი არ აქვს" - რას წერს ნიკო კვარაცხელიას დედა?

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. ხვალ მორიგი პროცესი იმართება, რასთან დაკავშირებითაც პოსტს ვერაზე მოკლული ახალგაზრდას დედა იზა ომაძე ავრცელებს:

"მოთმინება ბრილიანტია"-ო, ბერი გაბრიელის სიტყვები გონებაში მუდმივად მიტრიალებს, ვითმენთ ძალიან ბევრს, ზომაზე მეტს, მაგრამ მოთმინება, ხშირად ურწმუნო, უსულო ადამიანების წინაშე ძალიან დამღუპველია, აზრადაც კი არ მომდის, რომ ნიკო კვარაცხელიას ტრაგიკული მკვლელობა უმკაცრესად არ შეფასდება.

წარმოუდგენელია ხელისუფლების კურსი იყოს სრულიად უდანაშაულო, წარმატებული ახალგაზრდის მკვლელობა და მომხდარი ტრაგედიის არასწორი ფორმულირება, რა გახდა ხელისგულზე დადებული საქმის წინ და უკან ტარება, ვინ უმაგრებს ზურგს მკვლელებს???

ხვალ მორიგი აბსურდის თეატრია, ვერ წარმოიდგენთ როგორი რთული სანახავია ადამიანი, რომელსაც სინანულის ნატამალი არ აქვს, წმინდა მამები ხშირად წერილებში აღწერენ ეშმაკს, რომელიც მათ გამოეცხადათ და რომელიც ძალიან საზარელია, სწორეთ ასეთი ადამიანების დათმენა მიხდება, ასეთ სახეს იღებს ადამიანი სინანულის გარეშე, ასეთები არიან მკვლელები, მკვლელების დედები და მათი უფლებადამცველები, ოჯახები ძალიან დიდი თანხის ფასად ცდილობებ შვილების დახსნას…

მინდა მჯეროდეს რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლენი მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას რაც შეეხება მკვლელი კავილაძის უნიჭოდ შედგენილ მონოლოგს, რომელიც, იფიქრა რომ გულისამაჩუყებელი იქნებოდა, არ გამოდგა წარმატებული .“სულგაყიდული ადამიანი ეშმაკის სათამაშოა” როგორ მებრალებით…

“ეეჰ, დედამიწავ! გაგისკდებოდა გული, რომ იცოდე, რა სევდას მგვრის, როცა შენს ბეჭებზე შავად ჩაცმულ ქართველ ქალს ვხედავ" - ამბობდა გოდერძი ჩოხელი…თქვენც არ განახოთ უფალმა,ბევრი შავად შემოსილი ქართველი ქალი ერთად ჩემო ძვირფასებო!!!" - წერს ომაძე.

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკო კვარაცხელია 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კაველაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი

ნახეთ ასევე: