ავტორი:

მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქგვერდი" გიული ალასანიას განცხადებას ავრცელებს - "თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, აქ არის უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი"

მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქგვერდი" გიული ალასანიას განცხადებას ავრცელებს - "თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, აქ არის უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი"

“გვინდა ნათლად და გასაგებად გამოვხატოთ ჩვენი სათქმელი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში" - ამის შესახებ ნათქვამია გიული ალასანიას მიმართვაში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქგვერდი" ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომელიც მიშას მტრად მიიჩნევს.

"ქ-ნი გიული ალასანიას განცხადება:

“გვინდა ნათლად და გასაგებად გამოვხატოთ ჩვენი სათქმელი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში, თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომლიც მიშას მტრად მიიჩნევს. ამერიკაში ეს ტესტები გაკეთდა საუკეთესო ლაბორატორიაში და გაანალიზდა საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ.

რა თქმა უნდა, ისინი ძალიან უფრთხილდებიან და სათუთად ეკიდებიან თავის რეპუტაციას და ზერელედ ამ საკითხს არავითარ შემთხვევაში არ მოეკიდებოდნენ.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ყველას მოვუწოდებ თავის შეკავებისკენ, როგორც პოლიტიკური მიზნით ხელის გაშვერისგან, ასევე მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან.

აქ წყდება საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი და ყველას ვთხოვ, მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინოს.

მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს რაიმე სახის მონაწილეობა გააგრძელოს ქართულ პოლიტიკაში და იმედი აქვს სამართლიანი გადაწყვეტილების. გახსოვდეთ, რომ ყველანაირი სპეკულაცია ვნებს მიშას ისედაც შერყეულ ჯანმრთელობას, გთხოვთ პატივი სცეთ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ღირსებას" - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: