ავტორი:

ჩინეთის ხელისუფლება დემონსტრანტებს ტელეფონის სიგნალის საშუალებით პოულობს - ჩხრეკა, დაკითხვაზე დაბარება: ქვეყანაში დიდი რეპრესიები იწყება?

ჩინეთის ხელისუფლება დემონსტრანტებს ტელეფონის სიგნალის საშუალებით პოულობს - ჩხრეკა, დაკითხვაზე დაბარება: ქვეყანაში დიდი რეპრესიები იწყება?

ჩინეთის ხელისუფლება მომიტინგეებს, რომლებიც მკაცრი კოვიდპოლიტიკის შეზღუდვების წინააღმდეგ პეკინის დემონსტრაციებში იღებენ მონაწილეობას, მობილური ტელეფონის მონაცემების საშუალებით ადევნებს თვალყურს. ინფორმაციას CNN ავრცელებს, რომელმაც ერთ-ერთ მომიტინგესა და პოლიციას შორის სატელეფონო ზარის ჩანაწერი მოისმინა.

კვირა ღამით, პეკინის ქუჩებში, ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, მათ დაუსრულებელი კოვიდტესტირებებისა და "ლოკდაუნების" დასრულება მოითხოვეს, ზოგი მათგანი კი უფრო მეტ პოლიტიკურ თავისუფლებას ითხოვდა. აქცია უმეტესწილად მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ მისი მონაწილეების გარკვეულ ნაწილს პოლიციიდან დაურეკეს. ოფიცრებმა მათ აქციაში მონაწილეობის შესახებ დაკითხვა დაუწყეს.

ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, პოლიციამ ტელეფონის სიგნალით დაადგინა, რომ მისი პატრონი აქციას ესწრებოდა. როცა მან უარყო, რომ დემონსტაციაში მონაწილეობას იღებდა, ოფიცერმა ჰკითხა: "მაშინ თქვენი ტელეფონის ნომერი რატომ გამოჩნდა იქ?“

ჩინეთში ყველას, ვინც მობილურ ტელეფონს მოიხმარს, კანონი ავალდებულებს, რომ ტელეკომუნიკაციის პროვაიდერებთან ნამდვილი სახელით და პირადი ნომრით დარეგისტრირდეს. რამდენიმე დემონსტრანტს პოლიციამ განყოფილებაში დაკითხვაზე მისვლაც კი მოსთხოვა და ახსნა, რომ ეს "პეკინის მუნიციპალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბიუროს ბრძანება იყო“.

აგრეთვე, როგორც წყარო იტყობინება, პოლიციამ დაპატიმრებულ მომიტინგეებს ტელეფონები ჩამოართვა და როცა ჰკითხეს, თუ რისთვის აკეთებდნენ ამას, მათ მიუგეს, რომ ეს სამხილი იყო.

შანხაიში, სადაც სი ძინპინის გადაყენების მოთხოვნით რამდენიმე ყველაზე თამამი საპროტესტო გამოსვლა გაიმართა, პოლიციამ ქუჩაში და მეტროში მყოფი ადამიანების ტელეფონები გაჩხრიკა. ისინი ტელეფონებში ამოწმებდნენ, იყენებდნენ თუ არა მაცხოვრებლები ისეთ აპლიკაციებს, როგორიცაა "ტვიტერი“ და "ტელეგრამი“. ეს აპლიკაციები ქვეყანაში აკრძალულია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები მათ მაინც იყენებენ.

წაყარო: cnn

იხილეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა