ავტორი:

"ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს" - პრეზიდენტი

"ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს" - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის ოჯახს უსამძიმრებს.

ამის შესახებ პრეზიდეტი სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს" - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ბახტუმთან დაიღუპნენ. არსებული ინფორმაციით, ქართველ მებრძოლებს "კადიროველები" დაესხნენ თავს.

გარდაცვლილები არიან ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, ბადრი მარკელია, მერაბ ალადაშვილი, რომეო ფირჩხაია.

24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს 32 მებრძოლი შეეწირა.