ავტორი:

"როდესაც ხუთი მებრძოლი ერთ დღეს გეღუპება, გლოვა უნდა გამოაცხადო" - გია ხუხაშვილი

"როდესაც ხუთი მებრძოლი ერთ დღეს გეღუპება, გლოვა უნდა გამოაცხადო" - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილის უკრაინაში ქართველების დაღუპვის ფაქტს ეხმაურება და მიაჩნია, რომ "ხუთი მებრძოლი ერთ დღეს გეღუპება, გლოვა უნდა გამოაცხადო".

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"როდესაც ხუთი მებრძოლი ერთ დღეს გეღუპება, გლოვა უნდა გამოაცხადო…უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი უკრაინაშიც საქართველოს იცავდნენ…" - წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ბახტუმთან დაიღუპნენ. არსებული ინფორმაციით, ქართველ მებრძოლებს "კადიროველები" დაესხნენ თავს.

გარდაცვლილები არიან ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, ბადრი მარკელია, მერაბ ალადაშვილი, რომეო ფირჩხაია.

24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს 32 მებრძოლი შეეწირა.