ავტორი:

"ღმერთმა დაიფაროს, ფინალში მოიგონ, წარმოდგენაც მეშინია, როგორ შეიძლება აღნიშნონ“ - ოლივიე ჟირუსა და კილიან მბაპეს ფოტო, რომელზეც გულშემატკივრები ხალისობენ

"ღმერთმა დაიფაროს, ფინალში მოიგონ, წარმოდგენაც მეშინია, როგორ შეიძლება აღნიშნონ“ - ოლივიე ჟირუსა და კილიან მბაპეს ფოტო, რომელზეც გულშემატკივრები ხალისობენ

ევრო 2020-ის მიმდინარეობისას, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედია არხებში აქტიურად იწერებოდა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელების, ოლივიე ჟირუსა და კილიან მბაპეს შესაძლო კონფლიქტზე.

მაშინ საფრანგეთმა 1/8 ფინალში შვეიცარიელების დამარცხება ვერ მოახერხა. გადამწყვეტი პენალტი მბაპემ ვერ გაიტანა.

კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე, 4 დეკემბერს, საფრანგეთმა პოლონეთს 3:1 სძლია. კილიანმა ჯერ ოლივიეს გაატანინა გოლი, შემდეგ კი თავად ორჯერ დალაშქრა პოლონელების კარი.

თავდამსხმელებმა ისე აღნიშნეს გოლი, რომ ყველასთვის ნათელი გახდა - მათი კონფლიქტი სამუდამოდ დასრულდა.

ფეხბურთელების ემოციური ზეიმი, რა თქმა უნდა, არ გამორჩათ გულშემატკივრებსაც, რომლებმაც არაერთი ხუმრობა მოიფიქრეს. გავრცელდა ფოტო, რომელზეც ფანები ბევრს ხალისობენ.

გთავაზობთ სოციალური ქსელებიდან ამოკრეფილ რამდენიმე მათგანს:

  • "მბაპე მზად იყო ჟირუსთვის ფრანგული კოცნა ეჩუქნა, ოლივიემ ის დროულად შეაჩერა“.
  • "რა ქვია ამ ფილმს?“
  • "ბიჭებო, აღიარეთ, როდისმე თქვენს გოგოს თუ შემოუხედავს ისე, როგორც მბაპე უყურებს ჟირუს?“
  • "როცა ახალი შერიგებულები ხართ...“
  • "მბაპე ალერსით ანიშნებს ჟირუს, რომ მის გატანილი გოლების რეკორდს მალე მოხსნის.“
  • "არ მეგონა ამ სცენაში თუ ვინმე აჯობებდათ, მაგრამ მბაპემ და ჟირუმ ეს შეძლეს“
  • "ასეთი აღნიშვნის გამო, შეიძლება მბაპე და ჟირუ კატარიდან გააძევონ“
  • "კარგია, რომ ბენზემა არ არის, შესაძლოა ეს სურათი ვერ გვენახა. არ მიყვარს მესამეები.“
  • "ღმერთმა დაიფაროს, ფინალში მოიგონ, წარმოდგენაც მეშინია, როგორ შეიძლება აღნიშნონ“
  • "ამათ უფრო თბილი ურთიერთობა აქვთ, ვიდრე მე და ჩემს შეყვარებულს“
  • "მგონი, მბაპემ და ჟირუმ One Love-ს კამპანიის მხარდაჭერა, ძალიან პირდაპირ გაიგეს“
  • "ასე თუ გააგრძელეს აღნიშვნა, შესაძლოა, რუსეთში აგვიკრძალონ ჩემპიონატის ყურება... მიხვდებით, რისი პროპაგანდის მოტივით“

ცნობისთვის, საფრანგეთი ¼ ფინალში ინგლისს შეხვდება.

იხილეთ ასევე:

მოამზადა ანრი კურტანიძემ