ეროსი კიწმარიშვილი - დღეიდან სააკაშვილის რეჟიმის დაცემის და ჩვენი გამარჯვების ათვლა იწყება

ეროსი კიწმარიშვილი - დღეიდან სააკაშვილის რეჟიმის დაცემის და ჩვენი გამარჯვების ათვლა იწყება

დღეიდან სააკაშვილის რეჟიმის დაცემის და ჩვენი გამარჯვების - საქართველოს აღორძინების ათვლა იწყება, - ეს განცხადება "ქართული პარტიის" დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, გამარჯვების შემდეგ "ქართულ პარტიას" მთელი მსოფლიო პატივს სცემს. კიწმარიშვილის განცხადებით, "ქართული პარტია" ერთი ბელადის პარტია არ არის, ეს არის თანამოაზრეთა გუნდი, რომელიც მზად არის ქვეყნის ბედზე პასუხისმგებლობა აიღოს და ქვეყანას ახალი მომავალი მისცეს.

მისი შეფასებით, "ვარდების რევოლუცია" იყო ნახტომი, რათა გარღვევა მოეხდინა პროცესების, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა ხალხს უღალატა. "ვიყავი ხელისუფლებაში, რომ ხალხისთვის მემსახურა, მაგრამ სააკაშვილს განუსაზღვრელი ძალაუფლება სურდა. ის ავანტიურაზე წავიდა და ამის ნაყოფს იმკის", - განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა.

მისივე თქმით, მათ აქვთ პასუხი შეკითხვებზე, როგორ შეცვალონ ქვეყანაში ვითარება. მათი პრიორიტეტებია თვითმყოფადობა, უსაფრთხოება და პროგრესი.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე