ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოს მხარეს არის

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოს მხარეს არის

მე ვარ საქართველოს მხარეს. მე ვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების დამცველი და ასე იქნება მანამ, სანამ ვიქნები ცოცხალი,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, ვის მხარესაა რუსეთსა და უკრაინას შორის.

პრემიერის თქმით, ის სამართლიანობის მხარეს არის.

"მე ვარ საქართველოს მხარეს. მე ვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების დამცველი და ასე იქნება მანამ, სანამ ვიქნები ცოცხალი. ეს უნდა იყოს ყველა ჩვენი მოქალაქის ვალდებულება. ეს უნდა იყოს ჩვენი ყველა მოქალაქის სურვილი. უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე, საქართველოზე. მე ვარ სამართლიანობის მხარეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.