ავტორი:

"არასოდეს მომიმართავს ასეთი მოწოდებით, ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან... ვთხოვ ხელისუფლებას და საზოგადოებას, გადამირჩინოთ შვილი" - გიული ალასანია

"არასოდეს მომიმართავს ასეთი მოწოდებით, ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან... ვთხოვ ხელისუფლებას და საზოგადოებას, გადამირჩინოთ შვილი" - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია საზოგადოებასა და ხელისუფლებას მიმართავს და ამბობს, რომ მისი შვილი სიკვდილის პირასაა.

მისი მიმართვა ექსპრეზიდენტის გვერდზე გავრცელდა.

"მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას. ჩემი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სიკვდილის პირასაა. კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან.

ვთხოვ ყველას გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. როდესაც პროცესი შედგება, ვთხოვ ყველა არაგულგრილ ადამიანს, მოვიდეს სასამართლოსთან და მშვიდობიანად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გამოხატოს პოზიცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

არასოდეს ცხოვრებაში არ მომიმართავს ასეთი მოწოდებით, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა და ყველას სოლიდარობის და სულგრძელობის იმედი მაქვს. გიული ალასანია" - წერს ალასანია.

ნახეთ ასევე: