ავტორი:

"ბინძური პროვოკაციაა და ვაშაძეს დაუწყია ეს სოციალურ ქსელში, რომ მდინარაძე დაემუქრაო მოქალაქეობის ჩამორთმევით, რაც ტყუილია" - მამუკა მდინარაძე

"ბინძური პროვოკაციაა და ვაშაძეს დაუწყია ეს სოციალურ ქსელში, რომ მდინარაძე დაემუქრაო მოქალაქეობის ჩამორთმევით, რაც ტყუილია" - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე - მოქალაქეობის ჩამორთმევა ხდება იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ოფიციალური ცნობები, რომ ადამიანი სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხა

ვხედავთ ინტერვიუებს, რომელშიც სამხედრო პირებს ადასტურებინებენ, რომ უკრაინის სამხედრო შენაერთებში ირიცხებიან, რაზეც არცერთი ცნობა საქართველოს აქამდე არ ჰქონია, თუ ოფიციალურ დონეზე სპეციალურად დაადასტურებენ ამას და შეეცდებიან, უმძიმეს პროვოკაციაზე წავიდნენ, რომ იქნებ, მართლაც ჩამოართვან ვინმეს მოქალაქეობა, ამაზეც ალბათ, ცალკე პიარს ააგებენ , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეობა პირმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაკარგოს, როცა ოფიციალური ცნობები არსებობს, რომ პირი სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხა.

მან ასევე განმარტება გააკეთა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გუშინ, მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს ეხებოდა და აღნიშნა, რომ ტყუილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის ვინმეს მოქალაქეობის ჩამორთმევით ემუქრება.

"ორი დღის განმავლობაში "ნაცმოძრაობა" კატეგორიულად უარყოფდა იმ ფაქტს, რომ ვინმე უკრაინაში მოქალაქეების წაყვანის ორგანიზებას აკეთებს. შემდეგ ჩვენ გავიგეთ, რომ პირდაპირ "ფეისბუქში“ იყო მიღება გამოცხადებული და ერთ-ერთი ტელევიზიის ექსპერიმენტით ცნობილი გახდა, რომ მსურველებს სთავაზობენ გარკვეულ ანაზღაურებას, მათ რეკრუტირებას ახდენენ და არ უმარტავენ კანონის ნორმას, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხება, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. ისინი ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" კანონი იმიტომ მიიღო, რომ ვიღაცის დასჯა უნდაო, მაგრამ 1999 წლის რედაქციაშიც კი იყო ეს ნორმა. ვხედავთ ინტერვიუებს, რომელშიც სამხედრო პირებს ადასტურებინებენ, რომ მართლაც ირიცხებიან უკრაინის სამხედრო შენაერთებში და შეიარაღებულ ძალებში. ამის შესახებ არცერთი ცნობა აქამდე საქართველოს არ ჰქონია და ახლა თუ ძალით გააკეთებენ იმას, რომ ოფიციალურ დონეზე დაადასტურებენ, რომ სამხედრო შემადგენლობაში არიან და ამით შეეცდებიან, რომ უმძიმეს პროვოკაციაზე წავიდნენ, თუ ამისთვის ოფიციალურ წყაროებს თვითონ შექმნიან, რომ იქნებ მართლაც ჩამოართვან ვინმეს მოქალაქეობა, ამაზეც ალბათ, ცალკე პიარს ააგებენ.

ბინძური პროვოკაციაა და ვაშაძეს დაუწყია ეს სოციალურ ქსელში, რომ მდინარაძე დაემუქრაო მოქალაქეობის ჩამორთმევით, რაც ტყუილია, მე გავაკეთე რეალური შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მიმოწერაში არ გააფრთხილეს ადამიანი, რომ თუ სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხება, ის მოქალაქეობას კარგავს. როგორც იურისტმა მინდა განვმარტო, ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ოფიციალური ცნობები, რომ ადამიანი სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხა. ახლა აორგანიზებენ ისეთ ნარატივს და მგონი, თავად უნდათ ჩამოიტანონ ცნობები, რომ მე ვირიცხები სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში და აბა, ჩამომართვით მოქალაქეობა", - განაცხადა მდინარაძემ.

იხილეთ ასევე;