ავტორი:

"... ამ ამბავს უკრაინელი სამხედროები მომიყვნენ, როცა გაიგეს, რომ მეც ქართველი ვიყავი" - რას წერს გუკა რჩეულიშვილი უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე?

"... ამ ამბავს უკრაინელი სამხედროები მომიყვნენ, როცა გაიგეს, რომ მეც ქართველი ვიყავი" - რას წერს გუკა რჩეულიშვილი უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე?

როგორც ირკვევა, გუკა რჩეულიშვილი უკრაინაშია, საიდანაც ქართველ მებრძოლებთან მამუკა მამულაშვილთან და ლევან ფიფიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. რჩეულიშვილი წერს, რომ მათი გმირობის შესახებ, უკრაინელი მებრძოლებისგან შეიტყო, როდესაც გაიგეს, რომ ისიც ქართველი იყო. მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, რჩეულიშვილი პირველად ივლისის თვეში ჩავიდა უკრაინაში. მაშინ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებდა...

გუკა რჩეულიშვილი:

"ეს ორი ადამიანი უკვე ბევრი წელია იბრძვის ჩვენი თავისუფლებისათვის. ორივე აფხაზეთიდან არის დევნილი და ისინი თავის მიწაზე დასაბრუნებლად ებრძვიან დამპყობელს ყველგან და ყოველთვის. მათ ერთი საქმის სხვადასხვა მიმართულება აბარიათ და ორივე ათიანზე ასრულებს თავის გასაკეთებელს. მათ როგორც ზელენსკის, რთული, ეკლებით მოფენილი გზა აქვთ არჩეული, რომელზე სიარულს არა მარტო საფრთხე, არამედ დაუფასებლობა და უმადურებაც ახლავს.

ისინი რუსეთს ტერორისტთა სიაში ყავს შეყვანილი და მათ თავებზე ჯილდო აქვს დაწესებული. "ქართული ლეგიონი" რომ იცოდეთ პირველი სამხედრო შენაერთი იყო ვინც ცეცხლი გაუხსნა ჰოსტომელის აეროპორტში გადმოსხმულ დესანტს და ეს მაშინ მოხდა როცა ჯერ კიდევ უკრაინის სამხედრო ძალები დეზორიენტირებული იყვნენ და გადაჯგუფებას ვერ ახერხებდენ. სხვათა შორის, ამ ამბავს ლევანი და მამუკა კი არა, უკრაინელი სამხედროები მომიყვნენ, როცა გაიგეს, რომ მეც ქართველი ვიყავი.

მე ამაყი ვარ რომ მათ და კიდე იმ 2000 მეომრის მოდგმიდან ვარ, ვინც დღეს უკრაინას და საქართველოს იცავს. ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ გამარჯვებას ბიჭები საქართველოში ჩამოიტანენ. დიდება ქართველ მებრძოლებს, დიდება საქართველოს და უკრაინას დიდება თავისუფლებას, დიდება გმირებს..."

იხილეთ ასევე:

"ოჯახი შეჩვეულია ჩემგან რისკიან გადაწყვეტილებებს..." - რას ჰყვება გუკა რჩეულიშვილი, რომელიც უკრაინაში, ცხელ წერტილში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად იმყოფებოდა