ავტორი:

"ყოველი ლუკმის შემდეგ წითლდება, ძარღვები ებერება, აქვს სპაზმი... მოსდის ცრემლები, მკლავები და ფეხები აქვს ძალიან წვრილი" - ხერხეულიძე სააკაშვილზე

"ყოველი ლუკმის შემდეგ წითლდება, ძარღვები ებერება, აქვს სპაზმი... მოსდის ცრემლები, მკლავები და ფეხები აქვს ძალიან წვრილი" - ხერხეულიძე სააკაშვილზე

"ნაცმოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე, რომელიც თითქმის ყოველდღიურად ნახულობს მიხეილ სააკაშვილს, მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ ჰყვება.

როგორც ამბობს, ექსპრეზიდენტი იმდენად მძიმე მდგომარეობაში ხვდება, რომ მისი ნახვის შემდეგ თავადაც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვარდება.

ეკა ხერხეულიძის თქმით, მძიმე საყურებელია განსაკუთრებით ის პროცესი, როცა სააკაშვილი საკვებს იღებს.

"ყოველი ვიზიტის შემდეგ მე რამდენიმე საათი ვრთავ ტელეფონს, რადგან ძალა არ შემწევს გარე სამყაროსთან კონტაქტის. ის არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. ადამიანი ნადგურდება. ხვალ როცა მას ვნახავ, არ ვიცი როგორი იქნება ის... ძალიან მძიმე განცხადებები მოვისმინე კვებასთან დაკავშირებით. მე ვესწრები მისი კვების პროცესს. თქვენ იცით ხომ სააკაშვილის ჰაბიტუსი? მისი წონა არის 77 კილო, 2 მეტრამდე სიმაღლის ადამიანია, ანუ ეს წონა არის მისთვის შეუსაბამო. მკლავები და ფეხები აქვს ისეთი წვრილი, გული მისკდება ტრავმა არ მიიღოს, როცა დამხმარე მექანიზმებით გადაადგილდება.

კვება მისი არის შემდეგნაირი - 2 კოვზი, 1 ლუკმა, ეს არის დიდი ძალისხმევის ხარჯზე. ადამიანს არ უნდა სიკვდილი. ამ ადამიანმა იცის სიცოცხლის ფასი. ყოველი ლუკმის შემდეგ წითლდება, ძარღვები ებერება, აქვს სპაზმი, ღებინების შეგრძნება, მოსდის ცრემლები; ეს არის, იცით, როგორი ძალისხმევა? მადლობა მას, რომ რამდენიმე ლუკმას იღებს, მაგრამ ეს არ არის კვება", - აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.

ნახეთ ასევე:

მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქ" გვერდზე გიული ალასანიას და ექსპრეზიდენტის შვილების ვიდეო ვრცელდება