ავტორი:

დრამატული მატჩი: არგენტინა ნახევარფინალშია - მესის ბრძოლა და მარტინესის გმირობა

დრამატული მატჩი: არგენტინა ნახევარფინალშია - მესის ბრძოლა და მარტინესის გმირობა

მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალურ მატჩში ერთმანეთს არგენტინა და ნიდერლანდები დაუპირისპირდნენ. თამაში არგენტინელთა უპირატესობით დაიწყო და მატჩის ძირითადი დრო დიდ წილად ასე გაგრძელდა, ბოლო15 წუთის გარდა, როდესაც ნიდერლანდელებმა შტურმი მოაწყო არგენტინელთა კართან.

სამხრეთ ამერიკელები პირველი ტაიმის 35-ე წუთზე, ლეო მესის გასაოცარი პასის შემდეგ მოლინას გოლით დაწინაურდნენ. პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.

მეორე ტაიმში ევროპელებმა საჯარიმოში წააქციეს აკუნია, რის მერეც მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რაც 73-ე წუთზე უშეცდომოდ დაარტყა ლიონელ მესიმ და არგენტინა 2 ბურთით დააწინაურა, თუმცა ეს უპირატესობა დიდ ხანს არ შენარჩუნებულა - 83-ე წუთზე ნიდერლანდების შეტევა, თავური დარტყმით დააგვირგვინა შეცვლაზე შემოსულმა ვეგჰორსთმა და ანგარიში შეამცირა. მე-10 დამატებულ წუთზე კი ვეგჰორსთმა დუბილი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი ტაიმები დაინიშნა, რაც სრულად არგენტინელების დიდი უპირატესობით წარიმართა, თუმცა გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო და საქმე ისევ პენალტებამდე მივიდა, რომელიც არგენტინის გამარჯვებით დასრულდა.

არგენტინელთა მეკარემ მარტინესმა 2 პენალტის აღება მოახერხა, რითაც სამხრეთ ამერიკელებმა ნახევარფინალში გასვლა გაინაღდეს.

ნახევარფინალში არგენტინა ხორვატიას დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალში სენსაციურად დაამარცხა ბრაზილიის ნაკრები.

იხილეთ ასევე: