ლონდონში, Christie's-ს აუქციონზე კომპანია Apple-ის მიერ 1976 წელს გამოშვებული პირველი კომპიუტერი 210 ათას დოლარად გაიყიდა.
" Apple-1"-ის მფლობელი იტალიელი ბიზნესმენი და კოლექციონერი მარკო ბოლნეა. ორგანიზატორები წინასწარ ვარაუდობდნენ, რომ Apple-1 160-240 ათას დოლარად გაიყიდებოდა.
კომპიუტერი, სანომრე ნიშნით 82, გამოფენაზე ორიგინალური შეფუთვითა და რეკლამით წარმოადგინეს.
"ეფლის" პირველი პროდუქტი კომპანიის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა შექმნა. Apple-1-ის გაყიდვა 1976 წლიდან დაიწყო. მისი ღირებულება 666.66 დოლარი იყო.
თავის დროზე 200 ცალი Apple-1-ი გამოუშვეს. კომპიუტერს MOS 6502 პროცესორი და 4 კბ. ოპერატიული მეხსიერება Hქონდა. მას მეხსიერების 48 კბ-მდე გაძლიერების შესაძლებლობაც გააჩნდა.
მომზადებულია AP Associated Press-ის მიხედვით.