ავტორი:

"მაშინ ასეთი ტრაგედიები იშვიათი იყო, მთელი საქართველო ჩვენ გვერდით იდგა... ძალიან ჩავიკეტე, ვერ ვლაპარაკობდი" - რას ჰყვება ეკა კახიანი ძმაზე, რომელიც მძიმე დაავადებას ემსხვერპლა

"მაშინ ასეთი ტრაგედიები იშვიათი იყო, მთელი საქართველო ჩვენ გვერდით იდგა... ძალიან ჩავიკეტე,  ვერ ვლაპარაკობდი" - რას ჰყვება ეკა კახიანი ძმაზე, რომელიც მძიმე დაავადებას ემსხვერპლა

საქართველოს სახალხო არტისტის იმედა კახიანის ოჯახში წარსულში უმძიმესი ტრაგედია დატრიალადა. მისი ვაჟი, ლადო კახიანი იმ დროისთვის უკურნებელ დაავადებას ემსხვერპლა.

ლადო 12 წლის იყო, როდესაც ლეიკემია დაუდგინეს. მომღერალმა ეკა კახიანმა გადაცემაში "სთორი" ერთადერთი ძმის გარდაცვალებაზე ილაპარაკა.

"ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩემი ძმის გარდაცვალება და ვფიქრობ, ამან ძალიან იმოქმედა ჩემს ხასიათზე და ძალიან შევიცვალე. მერე რომ დავფიქრდი, ეს იყო, თორემ სხვა პრობლემა არ მქონია. ძალიან ლაღი და უბედნიერესი ბავშვობა მქოდა. ამან ჩემზე ეტყობა ისე იმოქმედა, რომ ჩავიკეტე, მიჭირდა ლაპარაკი, კონტაქტი ადამიანებთან.... დიდხანს ვერ ვლაპარაკობდი.

4 წლით უმცროსი ძმა მყავდა... სულ ვფიქრობ, რომ გაზრდილიყო, ახლა ძალიან კარგი კაცი იქნებოდა. ჩემს მშობლებს რაც ჰქონდათ საუკეთესო, ყველაფერი ჰქონდა მას. სულ ვფიქრობ, რომ ჩემი ოჯახის და ჩემი მფარველი ანგელოზია. ნინი და გოგოები არ იცნობდნენ, მაგრამ სამივე ამბობს, ვგრძნობთ, რომ ლადო ჩვენთანააო. სულიერად ჩვენთან არის ნამდვილად.

წყნეთში ვიყავით, ვისვენებდით, ზაფხული იყო. ძალიან ლაღი ბავშვი იყო, ჩემგან განსხვავებით, სრულად ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე. უცებ დასუსტდა, ფერი დაკარგა, დაწვა ლოგინში და ვეღარ დგებოდა. ბიჭები აკითხვადნენ, წამო, ფეხბურთი ვითამაშოთო და ადგომა არ შეეძლო. გვითხრეს, სისხლის ანალიზი აიღეთო. წავიყვანეთ და პირველივე ანალიზის პასუხზე იმედას, უთხრეს, რომ არ არსებობს აქედან გამოსავალი. თვენახევარს თუ შეძლებსო...

მაშინ არ არსებობდა ძვლის ტვინის გადანერგვა. მაშინ იშვიათად ხდებოდა ასეთი ტრაგედიები. ახლა ჩვენ მივეჩვიეთ ახალგაზრდების გარდაცვალებას. მთელი საქართველო ფეხზე იდგა და ჩვენ გვერდით იყო, თუ ვინმეს რამე შეეძლო, საზღვარგარეთ თუ აქ, მაგრამ არ გამოვიდა..." - თქვა მომღერალმა.

ეკა კახიანმა გაიხსენა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ემოციური ეპიზოდი მისი ძმის ცხოვრებიდან. იმედა კახიანის ბოლო დაბადების დღე ვაჟთან ერთად.

"არავის ჰქონდა დაბადების დღის აღნიშვნის განწყობა... იმედას უთხრა, წავაგეთ ჩვენ თუ რას აკეთებო, დავმარცხდითო?! ადექი ახლა, დაუძახე შენს ძმაკაცებს და გავშალოთ სუფრა, როგორც საჭიროა. თვითონ ცუდად იყო, ვერ დგებოდა, მაგრამ მართლაც ასე მოხდა. იმედამ გააკეთა ისე, როგორც ლადოს უნდოდა და ის იყო იმედას ბოლო დაბადების დღე ლადოსთან ერთად.

ხშირად როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება ოჯახში, მეორე შვილი იჩაგრება. რადგან ისეთი გლოვაა, დედა და მამა ისეთ მდგომარეობაში ვარდება, რომ ის ბავშვი ავიწყდებათ, რის გამოც ბავშვი ითრგუნება. ჩემმა მშობლებმა ეს არ გამიკეთეს. იმათი სიმძიმე მე არ დამაწვა. ჩემი და ჩემი მშობლების მეგობრები არ მოგვშორებიან, ყველა ჩვენთან იყო, კარები არ იკეტებოდა.

ჩემი მეგობრები რომ მოვიდნენ ჩვენთან, დედამ მეორე დღეს მითხრა, თუ გინდათ ჩართეთ მაგნიტოფონი და იმღერეთო. მე რომ შვილები გამიჩნდა, მაშინ გავიაზრე, ეს როგორ შეძლეს, ამისი გადატანა...

მერე გაჩნდა ნინი და დედაჩემი ამბობდა, რომ მე აღარ მრცხვენოდა, რომ ცოცხალი ვარო, მომეცა სიცოცხლის გაგრძელების საშუალებაო. მერე გავაჩინე კიდევ შვილები, შვილიშვილები და ახლა ისეთი მოცულები არიან ამ სიყვარულით... ჩემს შვილიშვილებს ზრდიან ჩემი მშობლები," - თქვა ეკა კახიანმა გადაცემაში.

ასევე იხილეთ: