ავტორი:

"ეს არის იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი, პატიმარი ვერ ჩართეს ორი კილომეტრიდან - ახლა ცდილობენ, სააკაშვილი მოკლან და კვალი დამალონ" - ხაჭაპურიძე

"ეს არის იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი, პატიმარი ვერ ჩართეს ორი კილომეტრიდან - ახლა ცდილობენ, სააკაშვილი მოკლან და კვალი დამალონ" - ხაჭაპურიძე

სირცხვილი იუსტიციის სამინისტროს, სირცხვილი, - ეს განცხადება მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების შესახებ პროცესი გაიმართა.

ადვოკატის თქმით, ახლა მცდელობაა იმისა, რომ „სააკაშვილი მოკლან და მერე კვალი დამალონ”.

"ეს არის იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი, მეტი რა შეფასება უნდა გააკეთო?! თურმე პატიმარი ვერ ჩართეს, აგერ, ორი კილომეტრიდან. წავალ ახლა და ტელეფონით ჩავრთავ. რა კომენტარი უნდა გააკეთო ამაზე? - შიში და რაღაც გაუგებარი, რაც ჩაიდინეს ამ პატიმრის მიმართ, ახლა ცდილობენ იმას, რომ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი, ამას სხვა არაფერი ჰქვია”, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, სასჯელის გადავადების შესახებ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 22 დეკემბერს გაიმართება. დღევანდელ პროცესზე კი, მიხეილ სააკაშვილს არც ფიზიკურად და არც დისტანციურად დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. პროცესზე მის დისტანციურად ჩართვაზე უარი პენიტენციურმა სამსახურმა, ფიზიკურ დასწრებაზე კი, კლინიკა „ვივამედმა“ თქვა.