ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია - ვხედავთ, რომ ევროპარლამენტში არის პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომლებიც საქართველოს თვითგამოცხადებული მეგობრები არიან, - ეს განცხადება პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ევროპარლამენტართა ამ ჯგუფს საქართველოს მიმართ არანაირი ინტერესი არა აქვთ, გარდა ერთისა - "დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლებაში მიხელ სააკაშვილი დააბრუნონ".
"წლების განმავლობაში ამას ვუყურებთ. მიზეზი, საბაბი შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ არსი არის ერთი - ეს არის ჯგუფი, რომელიც არა საქართველოს, არამედ მიხეილ სააკაშვილი მეგობარია. მათი მიზანი არის ბიძინა ივანიშვილის დასჯა, ვინაიდან ივანიშვილმა ქართველ ხალხთან ერთად სააკაშვილი ხელისუფლებას ჩამოაცილა. მათი მიზანია ხელისუფლებაში სააკაშვილის დაბრუნება. ამას ქართველი ხალხი ხედავს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.