ავტორი:

ყოფილი ირანელი ფეხბურთელი "ღმერთის წინააღმდეგ ომის წამოწყებაში“ დაადანაშაულეს და ჩამოხრჩობა მიუსაჯეს

ყოფილი ირანელი ფეხბურთელი "ღმერთის წინააღმდეგ ომის წამოწყებაში“ დაადანაშაულეს და ჩამოხრჩობა მიუსაჯეს

ირანელ ყოფილ პროფესიონალ ფეხბურთელს, მაჰსა ამინის სიკვდილის გამო გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის, სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.

26 წლის ამირ ნასრ-აზადანი ნოემბერში დააპატიმრეს პოლიციის პოლკოვნიკისა და ასევე ირანული სამართალდამცავი სისტემის ორი მოხალისე წევრის მკვლელობის გამო.

ირანული მედიის ცნობით, სპორტსმენს "ღმერთის წინააღმდეგ ომის წამოწყებაში“ წაუყენეს ბრალი და ჩამოხრჩობა მიუსაჯეს.

ფეხბურთელთა საერთაშორისო კავშირის წარმომადგენლებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ამ ამბით შოკირებულები არიან და გმობენ ფეხბურთელის სიკვდილით დასჯას:

"სოლიდარობას ვუცხადებთ ამირს და მოვითხოვთ, სასჯელი დაუყოვნებლივ მოეხსნას", - ნათქვამია განცხადებაში.

FIFPRO is shocked and sickened by reports that professional footballer Amir Nasr-Azadani faces execution in Iran after campaigning for women’s rights and basic freedom in his country.

We stand in solidarity with Amir and call for the immediate removal of his punishment. pic.twitter.com/vPuylCS2ph
— FIFPRO (@FIFPRO) December 12, 2022

ნასრ-აზადანი ბოლოს ირანის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, მაგრამ 2017 წლის ნოემბრის შემდეგ პროფესიონალურ დონეზე აღარ უთამაშია. გამოცემა Iran Wire-ის ცნობით, ის ერთ-ერთია იმ 28 ირანელს შორის, რომელთაც საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. მათ შორის 3 ბავშვია და ყველა მათგანს "დედამიწის გახრწნაში" ედებათ ბრალი.

BBC-ის ცნობით, დაკავებისას სამივე ბავშვი ფიზიკურად აწამეს.

შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები სექტემბერში დაიწყო. მას შემდეგ, რაც "მორალის პოლიციამ“ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო ახალგაზრდა ქალი, მაჰსა ამინი დააკავა. ისინი მაჰსას ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, მიღებული დაზიანებების შედეგად კი ის გარდაიცვალა.

წყარო: insider

იხილეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა