2011 წლის Hyundai Elantra

2011 წლის Hyundai Elantra

კომპანიამ Hyundai 2011 წლის მოდელ Elantra-ზე ინფორმაცია გაავრცელა. სამხრეთ კორეული წარმოების ავტომობილი, რომელიც აშშ-ისთვის არის განკუთვნილი, ლოს-ანჟელესის მოტორ-შოუზე წარადგინეს.

გარეგნულად ეს სიახლე კორეის ბაზრისთვის გათვალისწინებული იმავე მოდელის ზუსტი ანალოგია. ხოლო წინა თაობის "ელანტრასგან" ზომებით განსხვავდება. მაგალითად, მისი სიგრძე 25მმ-ით(4530მმ) დიდია, სიმაღლე 45მმ-ით ნაკლები (1434მმ), ხოლო სიგანე უცვლელი (1775მმ) დარჩა.

ამერიკის ბაზრისთვის განკუთვნილი Elantra-ს საბაზო მოდელები 1,8 ლიტრიანი და 148 ცხენის ძალიანი ბენზინის აგრეგატებით გამოვა, რომელიც 6-საფეხურიან ავტომატურ ტრანსმისიასთან იქნება შერწყმული. ქალაქის პირობებში, ავტომობილის საშუალო საწვავის დანახარჯი 100 კმ-ზე 8,4 ლიტრს შეადგენს, ხოლო ქალაქგარეთ რეჟიმში მხოლოდ 5,8 ლიტრს.

ავტომობილის გაყიდვა შტატებში მომავალი წლიდან დაიწყება, ხოლო ფასი ჯერჯერობით უცნობია. ცნობისათვის, ანალოგიური მოდელების ღირებულება სამხრეთ კორეაში 16,100 დოლარიდან იწყება.

კოკა კვირკველია

რადიო "პალიტრა"

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)