ავტორი:

მსოფლიოს ახალი კერპი: ტრანსგენდერი შეყვარებული და ძვირადღირებული ავტომობილების კოლექცია - როგორ ცხოვრობს და რამდენს გამოიმუშავებს კილიან მბაპე

მსოფლიოს ახალი კერპი: ტრანსგენდერი შეყვარებული და ძვირადღირებული ავტომობილების კოლექცია - როგორ ცხოვრობს და რამდენს გამოიმუშავებს კილიან მბაპე

კილიან მბაპეს მსოფლიოს თანამედროვე ფეხბურთის მთავარ საოცრებას უწოდებენ. 17 წლის ასაკში ახალგაზრდა თავდამსხმელი უკვე საფრანგეთის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. 18 წლის ახალგაზრდისთვის კი უკვე პლანეტის ცნობილი კლუბები იბრძოდნენ. მაშინ კილიანმა ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" ამჯობინა და ცოტა ხნით მიატოვა ბავშვობის ოცნება - ეთამაშა ლიონელ მესის გვერდით.

კილიანი ბონდში, პარიზის გარეუბანში 1998 წლის 20 დეკემბერს დაიბადა. რთულია, ფეხბურთელს მიაკუთვნო გარკვეული ეროვნება, რადგან მშობლები წარმოადგენენ სხვადასხვა ერს: მამა აფრიკელია, კამერუნის მკვიდრი, დედის ფესვები კი არაბეთიდან მოდის, მისი წინაპრები საფრანგეთში ალჟირიდან გადასახლდნენ. ფეხბურთელი იცავს საფრანგეთის ტრადიციულ რელიგიას - ქრისტიანობას.

კილიან მბაპე მამასთან და ძმასთან ერთად

ბავშვობიდან მბაპეს კერპები კრიშტიანუ რონალდუ და ზინედინ ზიდანი, მისი საყვარელი კლუბი კი მადრიდის "რეალი“ იყო.

  • ოჯახი

დედა პროფესიულ დონეზე ხელბურთით იყო დაკავებული. მამა თამაშობდა ფეხბურთს, მოგვიანებით კი, მისი კარიერა მწვრთნელად კლუბ "ბონდში“ გაგრძელდა.

ახალგაზრდის ბიოგრაფია წინასწარ იყო განსაზღვრული. მამა ჯერ თავად წვრთნიდა მემკვიდრეს, შემდეგ კი პრესტიჟულ Clairefontaine Academy-ში ავარჯიშებდა, რომელიც ცნობილ ფეხბურთელებს ამზადებს. მაგალითად, მისი კედლებიდან გამოვიდნენ მსოფლიო ჩემპიონი ტიერი ანრი და "ბარსელონას“ ლეგენდარული მცველი ლილიან ტურამი.

სახლსა და აკადემიას ერთმანეთთან ათობით კილომეტრი აშორებდა, მაგრამ მამა-შვილი ვარჯიშზე თითქმის ყოველ დღე დადიოდა. ძალისხმევა არ იყო უშედეგო. 15 წლის მბაპესთან კონტრაქტი "მონაკომ" გააფორმა.

მბაპე დედასთან ერთად

კილიან მბაპემ "მონაკოს" ახალგაზრდულ გუნდში 2 წელი გაატარა და ტიერი ანრის რეკორდი მოხსნა, რომელიც ერთ დროს კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშის ტიტულს ატარებდა. სადებიუტო თამაშში მან საგოლე გადაცემა გააკეთა, ერთი წლის შემდეგ კი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც "მონაკოსთვის" გოლი გაიტანა..

კილიანი 17 წლის ჯერ კიდევ არ იყო, როცა უფროსებთან თამაში დაიწყო, თავდამსხმელის პოზიციაზე. მბაპე, რომელმაც მიიღო მეტსახელი "დონატელო“ მულტფილმის Tenage Mutant Ninja Turtles პერსონაჟთან მსგავსების გამო, კომეტის სისწრაფით აფრინდა ფრანგული ფეხბურთის ოლიმპოზე. ძირითად გუნდში შესვლის შემდეგ მან ერთ სეზონში 26 გოლის გატანა მოახერხა. კლუბმა საგრძნობლად გააუმჯობესა სტატისტიკა და ნიჭიერ სპორტსმენთან ერთად ქვეყნის ჩემპიონატის ლიდერი გახდა.

პატარა კილიანი და ტიერი ანრი

2017 წლის ზაფხულისთვის ფეხბურთელისთვის ბრძოლა დაიწყო. მბაპე სურდა "ბარსელონას“, ლონდონის "არსენალს“ და მადრიდის "რეალს”. მოგვიანებით სია "პარი სენ-ჟერმენმა" შეავსო. თავდამსხმელმა არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერა. მიზეზი მარტივი იყო - მას სამშობლოდან წასვლა არ სურდა.

აგვისტოს ბოლოს კილიანი პსჟ-ში წავიდა, ერთი წლის შემდეგ კი კლუბთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება 180 მილიონი ევრო იყო, ხელფასი კი 17,5 მილიონი ევრო წელიწადში. ფეხბურთელმა 29 ნომრიანი ფორმა ჩაიცვა და მაშინვე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად გადაიქცა. უკვე დეკემბრისთვის კილიანმა მიაღწია ახალ რეკორდს ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლის გატანით.

მბაპეს ოთახი ძალიან ჰგავდა ბევრი პატარა, მეოცნებე ბიჭის ოთახს. მისი ფავორიტი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ იყო.

ლუკას მოურას წასვლის შემდეგ, მბაპემ ნომერი 7-ით შეცვალა. სტატისტიკის გაუმჯობესების მიუხედავად, 2018 წელს სპორტსმენი პირველად გაათავისუფლეს ტეჯი სავანიერთან დავის გამო, წითელი ბარათის მიღებისას. მიუხედავად ამისა, "ლიონთან“ მატჩში კილიანმა კვლავ მოხსნა რეკორდი 4 გოლის გატანით თამაშის მე-13 წუთზე. ჟურნალმა France Football-მა თავდამსხმელის წარმატება დააფასა და "კოპა" გადასცა. ერთი წლის შემდეგ, თავდამსხმელი მოხვდა FIFA-ს საუკეთესო მამაკაცი მოთამაშეების ჯილდოს მოკლე სიაში.

მომავალი სეზონის მთავარი სატრანსფერო ინტრიგა იყო კილიანის შესაძლო ტრანსფერი მადრიდის "რეალში“. მედია წერდა, რომ აგენტ ბრუნო სატინის მუშაობის შედეგად, ფეხბურთელსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება გაზაფხულზე მიღწეული იყო, მაგრამ "პსჟ“-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ უარყო არგუმენტები სპორტსმენის გარდაუვალი წასვლის შესახებ.

  • საფრანგეთის ნაკრები

2015 წლიდან მბაპემ დაიწყო თამაში ეროვნული ნაკრების ახალგაზრდული გუნდების შემადგენლობაში. საფრანგეთის ნაკრების რიგებში მიწვევამ არ დააყოვნა. მალე, ამომავალი ვარსკვლავი შეუერთდა საფრანგეთის ეროვნულ გუნდს და გაემგზავრა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში. ვარჯიში ტრავმით დაიწყო. ჩემპიონატის დაწყებამდე 2 დღით ადრე მბაპემ გუნდის მცველ ადილ რამისთან შეჯახებისას ტერფი დაიზიანა. საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ იყო.

გუნდი C ჯგუფში მოხვდა, რომელშიც ასევე შედიოდნენ ავსტრალია, დანია და პერუ. 16 ივნისს ფრანგებმა ავსტრალია ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. 21 ივნისს კი "ტრიკოლორებმა" პერუსთან ითამაშეს. მეტოქესთან ერთადერთი გოლი მბაპემ გაიტანა და გუნდის ჩემპიონატის პლეი-ოფში ნაადრევი გასვლა უზრუნველჰყო.

პლეი-ოფის ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ფრანგები ფინალში გავიდნენ. 2018 წლის 15 ივლისს, "ლუჟნიკის“ სტადიონმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლა. ხორვატიის ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში პირველად გავიდა, საფრანგეთის ნაკრებთან ანგარიშით 2:4 დამარცხდა.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ულტრასწრაფი კილიან მბაპე დასახელდა, რომელმაც ჩემპიონატში 3 გოლი გაიტანა, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ კი ხორვატი ლუკა მოდრიჩი დასახელდა.

  • რამდენს გამოიმუშავებს კილიან მბაპე?

2019 წელს Forbes-მა მბაპე მსოფლიოს მეოთხე ყველაზე მაღალშემოსავლიან ფეხბურთელად დაასახელა. მისი წლიური შემოსავალი 12-მილიონ ევროდ შეფასდა.

2022 წელს, პსჟ-სთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მბაპემ კონტრაქტის გაფორმებისთვის პრემია მიიღო 300 მილიონი ევროს ოდენობით. ამასთან, მისი წლიური ხელფასი 100 მილიონია გადასახადების გარეშე. Marca-ს ცნობით, ამის შემდეგ თავდამსხმელი გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი მსოფლიოში.

ფრანგ ფეხბურთელს უყვარს ძვირადღირებული ავტომობილები, აქვს შესაბამისი კოლექცია. მის ავტოპარკში ნახავთ მერსედესს, აუდის, ფერარისა და BMW-ს ძვირადღირებულ მოდელებს.

Transfermarkt-ის ინფორმაციით, მბაპეს ფასი 160 მილიონი ევროა. (იხილეთ ვრცლად)

  • პირადი ცხოვრება

ფეხბურთელი ერიდება გულშემატკივრების პირად ცხოვრებაში შეშვებას. პრესას უწევს ბრძოლა საინტერესო ფაქტების მოსაძებნად. ამბობდნენ, რომ კილიანი ერთ დროს ამერიკელი მსახიობის, გრეის კელის შვილიშვილს ხვდებოდა.

ცოტა მოგვიანებით, პრესაში გავრცელდა ჭორები, რომ პსჟ-ს ფორვარდს რომანი ჰქონდა ბრუნო მარკესინისთან, რომელიც წარსულში ნეიმარის გატაცება იყო. თუმცა, შემდგომმა მოვლენებმა გააქარწყლა ჭორები - გოგონამ ურთიერთობა სრულიად სხვა ადამიანთან გაასაჯაროვა.

ასევე ყვითელი პრესა წერდა, რომ მბაპე "მის საფრანგეთ 2017"-ს ალისია აილისს ხვდებოდა. გოგონა პარიზში სამხრეთ ამერიკიდან ჩავიდა. ახლა ის სამოდელო კარიერას იწყობს, ცნობილია მისი თანამშრომლობა Intimissimi-სა და Nina Ricci-სთან. ლამაზმანი განათლებას არ ივიწყებს - იურიდიულზე სწავლობს და ადვოკატობასაც გეგმავს.

მბაპე და ინესი

ინეს რაუ

2022 წელს პრესაში დაიწერა ფეხბურთელისა და ტრანსგენდერი მოდელის, ინეს რაუსის რომანის შესახებ. წყვილი კანის კინოფესტივალზე და იახტაზე დასვენების დროს ერთად დააფიქსირეს. თუმცა არც კილიანი და არც ინესი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

  • მბაპე ახლა

2022 წელს თავდამსხმელის შესაძლო ტრანსფერზე საუბარი გაგრძელდა. სხვათა შორის, პსჟ-მ ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, წლიური ანაზღაურებით 100 მილიონი ევრო. თუ კილიანი დათანხმდებოდა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგის სათავეში მოხვდებოდა. გარდა ამისა, ფრანგული კლუბი მბაპეს გუნდის კაპიტნის წოდებას დაჰპირდა.

ამასობაში "რეალმა“ სპორტსმენს ოდნავ განსხვავებული პირობები შესთავაზა. კილიანმა პარიზულ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა. ახალი კონტრაქტი 2025 წლამდეა ძალაში.

მიუხედავად მბაპეს შთამბეჭდავი თამაშისა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მეტოქე არგენტინას 2 წუთში 2 გოლი გაუტანა, საბოლოოდ კი ჰეთ-თრიკი შეასრულა, ფრანგებმა ფინალი პენალტების სერიაში წააგეს. წაგების შემდეგ კილიანს ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად კატარში ჩასული საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიუახლოვდა, რომელიც ფეხბურთელის მხარდაჭერას ცდილობდა.

მუნდიალის შედეგების მიხედვით - გატანილი რვა გოლით, მბაპე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირად დასახელდა