მულტიმილიონერი სპორტსმენების უძრავი ქონება: ვის "მინი ვერსალი" აქვს, ვის კიდევ საკუთარი სახელობის მამული: მაიკლ ჯორდანის, დევიდ ბექჰემის, უეინ რუნისა და სხვათა ზღაპრული სასახლეები (ფოტოები)

მულტიმილიონერი სპორტსმენების უძრავი ქონება: ვის "მინი ვერსალი" აქვს, ვის კიდევ საკუთარი სახელობის მამული: მაიკლ ჯორდანის, დევიდ ბექჰემის, უეინ რუნისა და სხვათა ზღაპრული სასახლეები (ფოტოები)

მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების ერთ-ერთი მთავარი გატაცება უძრავ-მოძრავის ქონების შეძენაა. მათგან ცოტა თუ გამოირჩევა მინიმალისტური ცხოვრების წესით, შესაბამისად, ბოჰემურ გარემოს ეძებენ - რამდენიმე ათას კავადრატულ მიწას, მრავალოთახიან სასახლეებს, საკოლექციო მანქანებს, იახტებს, თვითმფრინავებს და მთვარეზე ნაკვეთებსაც კი. ვის აქვს ყველაზე ძვირფასი ვილა და როგორ გამოიყურება ისინი - გთავაზობთ საუკეთესო ათეულს.

  • ბარრი ბონდსი

ბეისბოლის ლეგენდა ბარრი ბონდსი ნორტ-ბევერლის დაცულ პარკში არსებულ სასახლეში ცხოვრობს. ის იტალიურ სტილშია აშენებული. 9-მეტრიანი ჭერი, იტალიური ტრავერტინი და კირქვის იატაკები სახლს კიდევ უფრო მდიდრულ იერს აძლევს.

ვილაში არის 12 - ადგილიანი კინოთეატრი, სატრენაჟორო დარბაზი, სპა-ცენტრი, უზარმაზარი სამზარეულო. მთლიანობაში საცხოვრებელი 5181 კვ.მეტრზეა გადაჭიმული.

საცხოვრებელში ასევე შეხვდებით 7 საძინებელ ოთახს, 13 სააბაზანოს, ბიბლიოთეკას, ავტომობილების ფარეხს და ორსართულიან სტუმრების სახლს.

  • უეინ რუნი

"მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი უეინ რუნი უძრავი ქონების მოყვარულია. მას აქვს სახლები ბარბადოსზე და ფლორიდაში, ასევე, სასახლე პრესტბერიში, სადაც ამჟამად ცხოვრობს. ფრანგულ სტილში აგებულ სასახლეს ხშირად "მინი ვერსალადაც" მოიხსენიებენ. როგორც ამბობენ, მისთვის მთელი ავეჯი სპეციალური შეკვეთით დამზადდა.

ქონება 17.83 მილიონ დოლარად არის შეფასებული. მხოლოდ სამშენებლო მოედნის მომზადებაში რუნიმ 1.57 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ბევრი ვერსიით, ფეხბურთელებს შორის ყველაზე ძვირფასი ვილა რუნის აქვს.

სახლში მდებარეობს კინოთეატრი, კონსერვატორია, სპორტული სტადიონი. ასევე გასართობი ოთახი, სადაც უამრავი ვიდეო თამაშია, მუსიკალური დამკვრელები და ასე შემდეგ.

უეინ რუნის სახლი ვაშინგტონში

  • პიტ სამპრასი

პიტ სამპრასი არა მხოლოდ საუკეთესო ჩოგბურთელების სიაშია, არამედ დიდი უძრავი ქონების მფლობელების რიგებშიც შევხვდებით. მან უზარამაზრი მამული შერვუდის ტბასთან, კალიფორნიაში შეიძინა.

]

7 საძინებელი, 10 სააბაზანო, კინოთეატრი, აუზი, სავარჯიშო დარბაზი და სპა-სალონი - ამ ყველაფერს შეხვდებით პიტის სახლში.

სტუმრების სახლი - 365 კვ მეტრია, საცხოვრებელი თითქმის 5000კვ.მეტრია, ხოლო მთლიანად ქონება შეფასებულია 19.9 მილიონ დოლარად.

  • ანნა კურნიკოვა

6000 კვ. მეტრიანი საცხოვრებელი, რომელიც ანა კურნიკოვასა და მის შეყვარებულ ენრიკე იგლესიასს ეკუთვნით, ყოველთვის ხვდება სპორტსმენების საუკეთესო სასახლეებს შორის.

ის "მაიამი ბიჩზე" მდებარეობს და წყვილს ასევე ვარსკვლავური სამეზობლო ჰყავს, მათ შორის არიან, შერი, ლილ უეინი, რიკი მარტინი, მეტ დეიმონი, ბილი ჯოელი და სხვა.

სახლთან ნახავთ კატერებისა და იახტების ნავსაყუდელს, აუზს და რა თქმა უნდა, ტენისის კორტებს.

]

მათ განკარგულებაშია ასევე ორსართულიანი სტუმრების სახლი. სხვადასხვა უძრავი ქონების აგენტების შეფასებით, კურნიკოვას სასახლე 25 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

  • მაიკლ ჯორდანი

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა ჩიკაგოში უზარმაზარი სასახლე შეიძინა.

9 საძინებელი, 15 სააბაზანო, სტუმრების სახლი 3 საძინებლით, აუზი, ტენისის კორტი და მთლიანი ტბა. სახლში ასევე არის სიგარების ოთახი, უდიდესი კოლექციით, ფარეხი, რომელიც 14 მანქანას იტევს და სპორტდარბაზი.

სავარაუდო ფასი 29 მილიონი დოლარია, თუმცა ფასმა იკლო, რადგან ჯორდანმა აუქციონზე ორჯერ სცადა სახლის გაყიდვა, თუმცა წარუმატებლად. მეორედ გატანის დროს ქონების ფასი უკვე 16 მილიონი დოლარი იყო.

  • დევიდ ბექემი

2015 წელს დევიდ და ვიქტორია ბექემებმა ჰარტფორდშირში 48 562 კვადრატულ მეტრიანი უძრავი ქონება 12 მილიონ ფუნტად გაყიდეს და მათი საკუთარი "ბექინგემის სასახლის“ შენება დაიწყეს.

მათი თქმით, სასახლეში 30 მილიონი სტერლინგი გადაიხადეს, 5 მილიონი - რემონტში. ამჟამინდელი ფასი 57.1 მილიონი დოლარია. სასახლე ულამაზესია, თუმცა 150 წლის მანძილზე იერი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა.

მფლობელობაშია ლაბირითნი, მოვლილი საფეხბურთო მოედანი.

ვიქტორია ბექემი კოსმეტიკურ რემონტზეა პასუხისმგებელი, ამისათვის მან ინტერიერის დიზაინერიც დაიქირავა, რათა საკუთარი ხედვები და იდეები სახლის გალამაზებაში ასახოს.

ბექჰემები მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანაში ფლობენ უძრავ ქონებას, მათ შორის აშშ-ში ბევერლი-ჰილზში.

იხილეთ ასევე:

მოამზადა ანრი კურტანიძემ