ავტორი:

"ბატონო კახი, ამდენი ადამიანი რომ გაგინებთ დღე და ღამე, ხან ლურჯი შლაპა დაიფარეთ, ხან წითელი ქუდი და იარეთ ამაყად" - სერგო ჩიხლაძე თბილისის საცობებზე

"ბატონო კახი, ამდენი ადამიანი რომ გაგინებთ დღე და ღამე, ხან ლურჯი შლაპა დაიფარეთ, ხან წითელი ქუდი და იარეთ ამაყად" - სერგო ჩიხლაძე თბილისის საცობებზე

ბატონო კახი, ამდენი ადამიანი რომ გაგინებთ დღე და ღამე, ხან ლურჯი შლაპა დაიფარეთ, ხან წითელი ქუდი და იარეთ ამაყად, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დედაქალაქში დღეს შექმნილი საცობების თაობაზე საუბრისას განაცხადა.

ჩიხლაძე კალაძეს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქალაქში საცობები იქამდე იქნება, ვიდრე დედაქალაქს კორუმპირებული მერი ეყოლება.

„უვიცი, კორუმპირებული მერი როცა იქნება ქალაქში, ყოველთვის იქნება საცობი, კორუფციაში ჩაფლული ტენდერები და ადამიანის სიცოცხლით თამაში. ბატონო კახი, თქვენ ხართ უვიცი და ამდენი ადამიანი რომ გაგინებთ დღე და ღამე არა მხოლოდ საცობების გამო, ხან ლურჯი შლაპა დაიფარეთ, ხან წითელი ქუდი და იარეთ ამაყად.

ქალაქი რას ჰგავს, ან ტროტუარი რას ჰგავს... ვაკეში რომ მობრძანდებით ხოლმე, ჭავჭავაძის იქით რომ ტროტუარი არ ვარგა, არ იცით? სასიარულო ადგილი რომ არაა, ვერც ბავშვს გაატარებ, ვერც შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანი გაივლის. ეს არის თქვენი პოლიტიკა? მაგრამ რა პოლიტიკაზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც ორ წიგნ წაუკითხავ, კორუფციაში ჩაფლულ ადამიანს ჩააბარებენ ამხელა ქალაქს?!“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ნახეთ ასევე: