ავტორი:

საახალწლო ღონისძიებები საქართველოს 5 დიდ ქალაქში - რა ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში რეგიონებში (ფოტოები)

საახალწლო ღონისძიებები საქართველოს 5 დიდ ქალაქში - რა ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში რეგიონებში (ფოტოები)

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული საახალწლო ღონისძიებები "ახალი წლის დღეები საქართველოში", ქვეყნის 63 ქალაქში, დღეს დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

წელს პირველად ღონისძიებები დაბა ბაკურიანშიც გაიმართება. ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

გაიმართება როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტი. საახალწლო ღონისძიებები დღეს ბოლნისში, ნინოწმინდაში, ოზურგეთში, მესტიაში და ქუთაისში გაიმართება. საახალწლო პროგრამები 14:00 საათიდან დაიწყება, ხოლო დღის ბოლოს ყველა საღამო კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

ნახეთ: საქართველო გრანდიოზული საახალწლო ზეიმის მოლოდინში - რას გეგმავს მთავრობა 63 მუნიციპალიტეტში: "ღონისძიებების მოწყობაში 50 ათასი ადამიანია დასაქმებული"

მესტია:

ოზურგეთი:

ქუთაისი

ბოლნისი