ავტორი:

"ცხედრები ჭაში ჩაყარა, ზევიდან უზარმაზარი ქვები დააყარა და დამარხა" - რას ჰყვება ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი გარდაცვლილის დედა

"ცხედრები ჭაში ჩაყარა, ზევიდან უზარმაზარი ქვები დააყარა და დამარხა" - რას ჰყვება ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი გარდაცვლილის დედა

თბილისში, 5 დღის წინ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის შესახებ ცნობილი დღეს გახდა. უცხო ქვეყნის მოქალაქემ ფინანსური დავის გამო ორი ადამიანი ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი კვალის დამალვის მიზნით მათი ცხედრები ორმოში ჩაყარა და ზევიდან ქვები დააყარა.

გარდაცვლილი ქალის დედა გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა, დამნაშვე მარტო არ მოქმედებდა და მას ვინმე ეხმარებდა, რადგან, მისი შეფასებით, ერთ ადამიანს ფიზიკურად გაუჭირდებოდა აღნიშნული დანაშაულის ჩადენა.

"წინსწარ ჰქონდა შემზადებული ადგილი მოსაკლავად. წაიყვანა მოტყუებით ღამით, გადაიყვანა მანქანიდან. შეიძლება ვიღაც ახლდა, როგორ მოკლავდა ამ ორს ასე წვალებით. სადისტურად არიან მოკლულები დანით, ორივეს დარტყმული აქვს გულში, ვინ იცის რამდენ ადგილას... ჭაში ჩაყარეს და ზევიდან უზარმაზარი ქვები დააყარა და დამარხა." - აცხადებს "მთავარ არხთან" მოკლული ქალის დედა.

არსებული ინფორმაციით, დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცოლ-ქმარმა ავტომობილის ყიდვა გადაწყვიტა და ამ საკითხზე მოლაპარაკება ჰქონდათ, მკვლელობაში ბრალდებულთან. როგორც "კურიერთან" მოკლული ქალის მამა ამბობს, ცოლ-ქმარმა დაკავებულს თანხა წინასწარ გადაუხადა, თუმცა მამაკაცმა მათ არც ავტომობილი არ მიუყვანა და არც თანხა დაუბრუნებია.

ცხედრები ახლა ფასანაურშია გადასვენებული, სადაც მოკლული ქალის საცხოვრებელი ადგილი იყო. რაც შეეხება მეორე მსხვერპლს, მამაკაცს, ის საქართველოს მოქალაქე არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებისა შედეგად, აღნიშნულ დანაშულზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ჰ.მ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე იხილეთ: