Nissan Ellure

Nissan Ellure

კომპანია Nissan-მა ლოს-ანჟელესის მოტორ-შოუზე საიდუმლო კონცეპტუალურ სედან Ellure წარმოადგინა. როგორც დასავლური მედია იტყობინება, ეს მოდელი მომავალში იაპონური მარკის ფლაგმანი უნდა გახდეს. შეგახსენებთ, ამჯერად "მედროშის" საპატიო წოდება მოდელ "თეანას" აქვს მინიჭებული.

გამოცემა Finamauto-ს ინფორმაციით, სიახლეში განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი ინტერიერს, რომლის სალონის დეკორაციად გამოყენებულია ეკო-ხავერდი.

წინა აძვრის მქონე ავტომობილისთვის გათვალისწინებულია ჰიბრიდული ძრავი -  ჯამში 270 ცხენის ძალით. თავად აგრეგატი კი 2,5 ლიტრიანი და ოთხცილინდრიანია, რომელიც უსაფეხურო ვარიატორთან არის შერწყმული.

კოკა კვირკველია

რადიო "პალიტრა"

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)