ავტორი:

რუსეთის ჯარში დიდი განხეთქილება - პრიგოჟინ-კადიროვის წყვილი შოიგუს უპირისპირდება: "რამზანის არმია" და "ვაგნერები" რუს სამხედროებს გვერდზე აჩოჩებენ

რუსეთის ჯარში დიდი განხეთქილება - პრიგოჟინ-კადიროვის წყვილი შოიგუს უპირისპირდება: "რამზანის არმია" და "ვაგნერები" რუს სამხედროებს გვერდზე აჩოჩებენ
  • ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

უკრაინაში დაწყებულმა ომმა რუსეთის არმიის ბევრი სერიოზული შიდა პრობლემა წინ წამოსწია (მათი ნიშნები ჯერ კიდევ აგვისტოს ომში გამოჩნდა, მაგრამ ბევრად სუსტ ქართულ არმიასთან რამდენიმე დღეში მოგებული ომის ფონზე, კრემლმა დაიჯერა მისი შეიარაღებული ძალების უძლეველობა), რამაც ერთგვარი განხეთქილება შეიტანა რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთიანობაში. დღეს ასეთი სურათია - რუსეთის საოკუპაციო ძალების სახით უკრაინაში, ფაქტობრივად, სამი არმია იბრძვის, მათგან ერთი - ძირითადი, სახელმწიფო დაქვემდებარების შეიარაღებული ძალების სახით, მეორე - რამზან კადიროვის პირადი "ახმატის არმია" და კიდევ პრიგოჟინის "ვაგნერის" არმია.

საქმე უკვე იქამდეა მისული, რომ პრიგოჟინის "ვაგნერის" ჯარისკაცები აღარ ერიდებიან ინტერნეტსივრცეში განათავსონ ფრონტის ხაზზე გადაღებული ვიდეოები, რომლებშიც ბოლო, უშვერი სიტყვებით აგინებენ რუსეთის გენშტაბის უფროსს - გენერალ გერასიმოვს...

გასაგებია, რომ ეს შემთხვევით არ ხდება და ამ უბრალო ჯარისკაცებს ამისთვის კარტ-ბლანში ბევრად მაღალი წრეებიდან აქვთ მიცემული, რადგან აქამდეც, იგივე პრიგოჟინი და კადიროვი მწვავედ აკრიტიკებდნენ (ოღონდ გინების გარეშე) რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით კი - გენშტაბის უფროსს, გერასიმოვს და მისი გუნდის გენერლებს.

კადიროვსა და მითუმეტეს - პრიგოჟინს რამე სახის ოფიციალური სამხედრო განათლება არ გააჩნიათ და რამდენიმე სამხედრო აკადემიადამთავრებული რუსი გენერლების მწვავე კრიტიკა მათი მხრიდან აბსურდად მოჩანს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ პრიგოჟინის მიერ შექმნილი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მოიერიშე ჯგუფების აქტიური მოქმედება, იმავე ბახმუტთან, უკრაინის რეგულარული არმიის დანაყოფებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

რუსეთის შეიარაღებული ძალების შენაერთების სწორხაზოვანი შეტევების ტაქტიკისგან განსხვავებით, "ვაგნერის" მოიერიშე მცირერიცხოვანი ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებიდან შეტევების ტაქტიკას ირჩევენ, რაც უფრო გამართლებულია ქუჩის ბრძოლებში, ახლო დისტანციებზე.

მიუხედავად იმისა, რომ პრიგოჟინი პუტინის "პირად მზარეულადაა" ცნობილი, მან შეძლო, შეექმნა კერძო "არმია", რომელშიც ბევრად მეტი ანაზღაურების (ვიდრე რუსეთის არმიაში კადრის ოფიცერს აქვს) სანაცვლოდ, მიიწვია თადარიგში გასული პროფესიონალი სამხედროები და მათ თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცა.

კადიროვის "ახმატის არმია" უფრო "ტიკ-ტოკის" მეომრების სახელთან არის ასოცირებული, თუმცა ისინი საუცხოოდ არიან შეიარაღებულები, ეკიპირებულები და ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ....წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: