მიმზიდველი Chrysler 200

მიმზიდველი Chrysler 200

ლოს-ანჟელესის მოტორ-შოუზე ამერიკულმა კომპანიამ Chrysler ოფიციალურად წარმოადგინა ახალი მოდელი 200, რომელიც უკვე მოძველებულ მოდელს Sebring-ს ჩაანაცვლებს.

სიახლე მიმზიდველი დიზაინით გამოირჩევა: შეცვლილია ბამპერები, წინა ოპტიკა, რადიატორის ცხაური, გრძივძელი, და უკანა შუქდიოდის ფარები, რომლებიც Jaguar XF-ის სტილშია გადაწყვეტილი.

სიახლემ სრულიად განახლებული ინტერიერი შეიძინა - გაუმჯობესებული ტყავის გადასაკრავებით სავარძლებზე, რბილი ცენტრალური სამკლავურითა და ახალი მართვის პანელით.

"კრაისლერის" სიახლე ორი ტიპის ბენზინის ძრავითაა წარმოდგენილი. საბაზო მოდელი 2,4 ლიტრიანი და 173 ცხენის ძალიანი აგრეგატით აღიჭურვა. ეს ვერსია ბრუნვის მომენტს 225ნმ-მდე ავითარებს და დაწყვილებულია 4-საფეხურიან ავტომატურ სიჩქარეთა გადაცემის კოლოფთან.

მეორე ვერსია კი უფრო მძლავრია. მისი ძრავის მოცულობა 3,6 ლიტრს შეადგენს, ხოლო სიმძლავრე 283 ცხენის ძალას აღწევს. ეს ვარიანტი 6-საფეხურიან ტრანსმისიას ერწყმის.

კომპანიაში სხვა დამატებით მონაცემებს სიახლეზე ჯერ არ ავრცელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ის თავის სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური ავტომობილი იქნება. Chrysler 200 დილერებთან უკვე მომავალ თვეს გამოჩნდება, ხოლო მისი ფასი 19 995 დოლარიდან დაიწყება.

კოკა კვირკველია

რადიო "პალიტრა"

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)