შალვა ნათელაშვილი პარტიის ოფისთან მომხდარ აფეთქებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს

შალვა ნათელაშვილი პარტიის ოფისთან მომხდარ აფეთქებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, პარტიის ოფისთან წუხელ მომხდარ აფეთქებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

"მზადდება ტერორისტული აქტები ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციური პარტიების, კონკრეტულად კი, "ლეიბორისტების" წინააღმდეგ, რისი მოწმენიც ინციდენტის თვილმხილველები გახდნენ", - განაცხადა ნათელაშვილმა წუხელ, აფეთქების ადგილზე მისვლისას.

ჯავახიშვილის ქუჩაზე წუხელ, 01.40 საათზე მომხდარ აფეთქებას 58 წლის ნინო გორდეზიანი ემსხვერპლა. დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი და პარტიის დაცვის თანამშრომელი ზაზა ქოქიაშვილი, რომელმაც კონტუზია მიიღო. ჩამონგრეულია "ლეიბორისტული პარტიის" ოფისის კედლები და ოთახების ჭერი.

თვითმხილველები აფეთქებამდე ადგილზე გაჩერებულ ვერცხლისფერ ავტომანქანა "მერსედესზე" საუბრობენ. როგორც ისინი ამბობენ, სავარაუდოდ, სწორედ ამ "მერსედესიდან" დატოვეს ადგილზე ტროტილის შემცველი ასაფეთქებელი მოწყობილობა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. სამართალდამცველები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე