ავტორი:

"სააკაშვილმა ფარულ ჩანაწერებზე არ იცოდა, მე მოვუყევი - აღშფოთდა, რაღა დროს კადრები, მოსმენებიაო" - შალვა ხაჭაპურიძე

"სააკაშვილმა ფარულ ჩანაწერებზე არ იცოდა, მე მოვუყევი - აღშფოთდა, რაღა დროს კადრები, მოსმენებიაო" - შალვა ხაჭაპურიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან ნიკა მელიასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერები "სისულელეა და ახლა ამის დრო არ არის“. ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა "ვივამედში“ მისი მონახულების შემდეგ აღნიშნა.

როგორც "ინტერპრესსნიუსთან“ საუბრისას ხაჭაპურიძემ განმარტა, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მსგავსი კადრების გავრცელება უნდა დასრულდეს.

"არ იცოდა, მე მოვუყევი, აღშფოთდა და თქვა, რომ რა დროს ჩანაწერებია. ეს ყველაფერი სისულელეა და ახლა ამის დრო არ არისო. რაღა დროს კადრები, მოსმენებიაო, დაახლოებით ასეთი კომენტარი გააკეთა“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

ასევე იხილეთ: