ავტორი:

"კვარაცხელიას მსოფლიოს კლასის ფეხბურთელების ტექნიკა გააჩნია... გეგონება მარჯვენა ფეხით არტყამს და ამ დროს..." - რა თქვა სპალეტიმ "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ?

"კვარაცხელიას მსოფლიოს კლასის ფეხბურთელების ტექნიკა გააჩნია... გეგონება მარჯვენა ფეხით არტყამს და ამ დროს..." - რა თქვა სპალეტიმ "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ?

გუშინ სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალური მატჩი ნეაპოლში გაიმართა, სადაც ერთმანეთს იტალიური ჩემპიონატის ლიდერები დაუპირისპირდნენ - ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" უმასპინძლა და გაიმარჯვა, ანგარიშით: 5:1.

მასპინძელთა გუნდის ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და უდიდესი როლი ითამაშა მატჩის ბედის წარმართვაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ მატჩის შემდეგ კრიტიკოსებს, რომლებმაც ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებისა და 2 რთული მატჩის შემდეგ მის მიმართ უარყოფითი შეფასებები არ დაიშურეს, ხვიჩას თაობაზე გამოთქმული სკეპტიკური პროგნოზების უკან წაღება მოუწევთ. ქართველი ძველებურად ათამაშდა და "ნაპოლის" თამაშის ხარისხიც გაუმჯობესდა. სპალეტიმ ხვიჩა 87-ე წუთზე შეცვალა, კვარაცხელია მარადონას სახელობის სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა ფეხზე წამომდგარმა, ტაშით გააცილა...

"იუვენტუსის" 5:1 დამარცხების შემდეგ, კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა:

"ჩემმა გუნდმა შესანიშნავი მატჩი ძალიან მაღალ ტემპში ჩაატარა. ეს ისაა, რაც უნდა გავაკეთოთ. დიდებული საღამოა, გულშემატკივრებმა მაგრად დაგვიჭირეს მხარი და ფეხბურთელებმა ამისათვის მადლობა გადაუხადეს. სწორად ვმოქმედებდით, მაშინაც კი, როდესაც გოლი გავუშვით და მოწინააღმდეგე თამაშში დაბრუნდა.

ოსიმენის პოტენციალით გაოგნებული ვარ, რომლის რეალიზაცია ბოლომდე არ მოუხდენია. ის ყველაზე ძლიერია. კვარაცხელიას მსოფლიოს კლასის ფეხბურთელების ტექნიკა გააჩნია, საგოლე ალღო, ბურთის მეკარისთვის ყველაზე ძნელად ასაღებ კუთხეში გადაგზავნა ეხერხება....წაიკითხეთ სრულად