ავტორი:

"ლიფტი ძველი იყო... თვეების წინ გაარემონტეს, ტროსებიც გამოცვალეს, მაგრამ..." - რას ჰყვებიან ადგილობრივები ვაზისუბანში მომხდარ ტრაგედიაზე?

"ლიფტი ძველი იყო... თვეების წინ გაარემონტეს, ტროსებიც გამოცვალეს, მაგრამ..." - რას ჰყვებიან ადგილობრივები ვაზისუბანში მომხდარ ტრაგედიაზე?

ვაზისუბნის დასახლებაში, იმ კორპუსის მაცხოვრებლები, სადაც ტრაგედია მოხდა, ამბობენ, რომ ლიფტი ძველი იყო. მათი ინფორმაციით, თვეების წინ ლიფტი შეაკეთეს და ტროსები გამოცვალეს, თუმცა როგორც ამბობენ, მაინც ჰქონდათ განცდა, რომ ლიფტი საშიში იყო.

"კარი ღია ყოფილა და ლიფტი არ ყოფილა იქ, რომ ჩავარდა ერთი, მეორე საშველად მივიდა. ამ დროს დაიძრა ლიფტი და ორივე მოიყოლა. ძველი ლიფტი იყო, მაგრამ რამდენიმე თვის წინ გაარემონტეს. ტროსებიც გამოცვალეს, თუმცა მაინც მოხდა ეს ტრაგედია" - ჰყვება ადგილობრივი "ტვ პირველთან" საუბარში.

  • ცნობისთვის, ვაზისუბანში, ორი ადამიანი, ქალი და მამაკაცი, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა. ადგილზე მისულმა მაშველებმა ლიფტის შახტიდან გარდაცვლილთა ცხედრები ამოიყვანეს.

"მაშველები უმოკლეს დროში გამოცხადდნენ ადგილზე და ორი ცხედარი ამოიყვანეს ლიფტის შახტიდან“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.