ავტორი:

"ყოველთვის გჯობდი და ამიტომ ხარ ახლა შენნაირთან ერთად“ - შაკირას ახალი სიმღერა, რომელშიც მომღერალი ყოფილ პარტნიორ ჟერარდ პიკეს დასცინის

"ყოველთვის გჯობდი და ამიტომ ხარ ახლა შენნაირთან ერთად“ - შაკირას ახალი სიმღერა, რომელშიც მომღერალი ყოფილ პარტნიორ ჟერარდ პიკეს დასცინის

შაკირას ახალი სიმღერა, რომელშიც მომღერალი ყოფილ პარტნიორს, ჟერარდ პიკეს მიწასთან ასწორებს, სწრაფად მოექცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. სიმღერამ "იუთუბზე“, 24 საათში, 63 მილიონი ნახვა დააგროვა და პლატფორმის ისტორიაში ყველაზე ნახვად ახალ ლათინურ სიმღერად იქცა.

მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა შაკირას ზურგს უკან 23 წლის კლარა ჩიასთან რომანი გააბა, მათი ურთიერთობა დაინგრა. მომღერალმა დღემდე ვერ მოინელა ეს ამბავი. წყვილმა 10 წელზე მეტი დრო გაატარა ერთად და მათ ორი ვაჟი ჰყავთ, რომლებიც ახლა დედასთან ცხოვრობენ.

არგენტინელ პროდიუსერსა და დიჯეი Bizarrap-თან ჩაწერილ დუეტში, 45 წლის შაკირა მღერის:

"მე ორ 22 წლის ქალად ვღირვარ.. შენ Ferrari-ს Twingo ამჯობინე, Rolex კი Casio-ში გაცვალე... ყოველთვის გჯობდი და ამიტომ ხარ ახლა შენნაირთან ერთად".

შაკირა ვარჯიშისმოყვარულ ყოფილ პარტნიორს ურჩევს, რომ ტვინიც გაავარჯიშოს და შემდეგ მის დადანაშაულებას იწყებს:

"მეზობლად დედამთილი, სახლის კართან პრესა და საგადასახადო ვალები დამიტოვე“.

ბოლო ფრაზაში მომღერალი იმ ვალს გულისხმობს, რომელიც მას ესპანეთის მთავრობამ დააკისრა. გამოძიების მიხედვით, 2012-2014 წლებში გადასახადების თავიდან აცილებისთვის, შაკირას 8 - წლიანი პატიმრობა და 23 მილიონი ევროს ღირებულების ჯარიმის გადახდა ემუქრება.

პიკე და ჩია

შაკირას ახალ სიმღერას ვენესუელელი მომღერალი, ბრიელაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის ძალიან წააგავდა მის ივნისში გამოშვებულ სიმღერას, Solo Tú.

ბრიელას სჯერა, რომ მისმა კომპოზიციამ შთააგონა შაკირა და Bizarrap და უნდა, რომ მისი წვლილი ოფიციალურად აღიარონ. მან "ტვიტერზე" ორივე სიმღერის ამონარიდი დადო და მსმენელს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდნენ მათი მსგავსების შესახებ.

Mi canción “Solo tú” (junio 2022) / La BZRP Session de Shakira (hoy)

Qué opinan ustedes? 🥺 pic.twitter.com/cEgnx7ZuIJ
— Briella (@briellamusic) January 12, 2023

იხილეთ ასევე:

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა